data exchange
ყაზახეთის კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფთან (KZ-CERT) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
06 ივნისი, 2020

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფმა (CERT-GOV-GE) ყაზახეთის კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფთან (KZ-CERT) კიბერუსაფრთხოების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ერთობლივად იმუშავებენ და ინფორმაციას გაცვლიან შემდეგი მიმართულებებით:

· კიბერსაფრთხეები;

· კიბერინციდენტებზე ერთობლივი რეაგირება;

· მავნე პროგრამების გავრცელება;

· კიბერშეტევების ვექტორები, ინდიკატორები და სამხილები.

„ჩვენ ვაფართოებთ საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობის არეალს. კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფს უკვე გაფორმებული აქვს სხვადასხვა ქვეყნის კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფებთან 7 მემორანდუმი და ამ ქვეყნებს ყაზახეთიც დაემატა. კიბერუსაფრთხოების სფეროში მემორანდუმების პირობებით გათვალისწინებულ თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც ამ ფორმატით ჩვენ საშუალება გვეძლევა პირდაპირ გავცვალოთ სპეციფიკური ინფორმაცია პარტნიორ ქვეყნებთან, რაც გლობალური კიბერთანამშრომლობის კარგი მაგალითია“, - დავით ქვათაძე
, CERT-GOV-GE-ის მენეჯერი. 

11 აპრილი, 2012
SPAM - სპამი
03 თებერვალი, 2012
ფიშინგი
26 ივლისი, 2011
სახლის უკაბელო ინტერნეტ ქსელის უსაფრთხოება
25 ივლისი, 2011
Malware – „ბოროტი პროგრამა“
24 ივლისი, 2011
ინფორმაციის კლასიფიკაცია
 
როგორ შევარჩიოთ პაროლი?
საბანკო ბარათები
სოციალური ქსელები