data exchange
კიბერუსაფრთხოებისა და კიბერჰიგიენის შესახებ ონლან ლექცია ჩატარდა
22 აპრილი, 2020

საჯარო და არასამთავრობო სექტორს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, 21 აპრილს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფისა (CERT-GOV-GE) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინიციატივით, ამავე ინსტიტუტის თანამშრომლებისა და კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეებისთვის კიბერუსაფრთხოებისა და კიბერჰიგიენის შესახებ ონლაინ ლექცია ჩატარდა.

ონლაინ ლექციას უძღვებიდა
CERT-GOV-GE -ის მენეჯერი დავით ქვათაძე, რომელმაც მსმენელებს კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კიბერუსაფრთხოებისა და კიბერჰიგიენის იმ ძირითადი პრინციპების შესახებ, რომელთა დაცვაც კიდევ უფრო კრიტიკული მნიშვნელობისაა დღევანდელ სიტუაციაში.

ონლაინ ლექციაზე დამსწრეებმა ინფორმაცია მიიღეს
ისეთი მიმართულებების შესახებ, როგორებიცაა პერსონალური კომპიუტერისა და ელექტრონული ფოსტის უსაფრთხოება, პაროლების უსაფრთხოება და მენეჯმენტი, უსაფრთხო ინტერნეტი, უკაბელო ქსელები, მობილური მოწყობილობებისა და სოციალური ქსელების გამოყნებისას გასათვალისწინებელი კიბერჰიგიენის პრინციპები და სხვა.

„დღეს, როდესაც ბევრი ჩვენგანი გადასულია დისტანციურ მუშაობაზე, როდესაც კიდევ უფრო გაზრდილია სახვადასხვა მოწყობილობის გამოყენების მაჩვენებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოებისა და კიბერჰიგიენის ძირითადი პრინციპების დაცვა. ტექნოლოგიების გამოყენების მაღალი მაჩვენებელი პირდაპირ კავშირშია კიბერუსაფრთხოების რისკებთან და სწორედ ამ რისკების შესამცირებლად, მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის ინფორმირებულობა კიბერუსაფრთხოებისა და კიბერჰიგიენის ძირითადი პრინციპების შესახებ. ვიქრობ, დღეს მიღებულ ინფორმაციას ჩვენი მსმენელები წარმატებით გამოიყენებენ რეალურ გარემოში“, - დავით ქვათაძე,
CERT-GOV-GE-ის მენეჯერი.

ონლაინ ლექციის მსენელებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია
კიბერჰიგიენის ონლაინ კურსის შესახებ, რომელიც ხელმისაწვდომია ელექტრონული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების ონლაინ სასწავლო პლატფორმაზე. აღნიშნული პლატფორმა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის დახმარებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტომ“ შექმნა.

11 აპრილი, 2012
SPAM - სპამი
03 თებერვალი, 2012
ფიშინგი
26 ივლისი, 2011
სახლის უკაბელო ინტერნეტ ქსელის უსაფრთხოება
25 ივლისი, 2011
Malware – „ბოროტი პროგრამა“
24 ივლისი, 2011
ინფორმაციის კლასიფიკაცია
 
როგორ შევარჩიოთ პაროლი?
საბანკო ბარათები
სოციალური ქსელები