„მონაცემთა გაცვლის სააგენტომ“ ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალისა (My.gov.ge) და ელექტრონული ხელმოწერის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა
03 დეკემბერი, 2019

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტომ“ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აგვისტოში გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ამავე ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის პირველი საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომელიც ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალისა (My.gov.ge) და ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების საკითხებს ეძღვნებოდა.

აღნიშნული შეხვედრა ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (My.gov.ge) პრაქტიკული დანიშნულების შესახებ ბიბლიოთეკის თანამშრომლების ცნობიერების ამაღლებასა და ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებით სხვადასხვა მომსახურების მიღების უპირატესობის წარმოჩენას ემსახურება.

„ჩვენმა სააგენტომ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აგვისტოში გააფორმა და სწორედ ამ მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა დღევანდელი შეხვეშეხვედრა. ეროვნული ბიბილოთეკის თანამშრომლებს დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (My.gov.ge) შესახებ და კონკრეტული მაგალითების დემონსტრირებით ვაჩვენეთ ის უპირატესობები, რომელთა გამოყენებაც შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. ეს უპირატესობებია მოქნილობა, უსაფრთხოება, ამა თუ იმ ელექტორნული სერვისის სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად მიიღების შესაძლებლობა და სხვა. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას, რომლის გამოყენებაც საგრძნობლად ამარტივებს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურასთან ურთიერთობის პროცესს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრების ჩატარებას 2020 წელს რეგიონებში მოქმედი ბიბლიოთეკების თანამშრომლებისთვისაც ვგეგმავთ“, - ეკა გორდაძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ კიბერუსაფრთხოებისა და ელექტრონული მმართველობის სამართლებრივი კვლევისა და ანალიზის მენეჯერი.

შეხვედრის ყველა მონაწილეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებით შექმნილ სხვა ბრენდირებულ პროდუქციასთან ერთად საჩუქრად გადაეცა ახალი პირადობის მოწმობის წამკითხველი სპეციალური მოწყობილობა, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე სხვადასხვა სერვისის მიღება და ელექტორნული ხელმოწერის განხორციელება.