ეროვნული ელექტრონული მონიტორინგის სისტემის შესახებ ონლაინ შეხვედრა გაიმართა
22 მაისი, 2020

22 მაისს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, პროექტ #ImpAcT-ის ფარგლებში, გაიმართა ონლაინ სამუშაო შეხვედრა სამი ქვეყნის (საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) წარმომადგენლებს შორის. მათ ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება ასოცირების შეთანხმების განხორციელების ელექტრონული მონიტორინგის სისტემის შესახებ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდეს ეროვნული ელექტრონული მონიტორინგის სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ მიერ არის შექმნილი.

სააგენტოს წარმომადგენელმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ელექტრონული სისტემის ფუნქციური ნაწილი და ამ სისტემაში გასულ წელს GIZ-ის მხარდაჭერით განხორციელებული პროგრამული განახლებები.