ელექტონული სერვისების ერთიან პორტალს (My.gov.ge) საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან დღემდე 150-ზე მეტი ახალი სერვისი დაემატა
28 აპრილი, 2020

მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში Covid 19-ის პანდემიამ სხვადახვა სერვისის დისტანციურად მიღების შესაძლებლობას კიდევ უფრო მეტი აქტუალობა შესძინა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცლვის სააგენტო“ 13 მარტიდან დისტანციური მუშაობის რეჯიმზე გადავიდა და ამ მომენტიდან დღემდე უზრუნველყო ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე 150-ზე მეტი ახალი ელექტორნული სერვისის ინტეგრირება, რამაც მომხმარებელებს საშალება მისცა სახლიდან გაუსვლელად მიეღოთ არაერთი კრიტიკული მნიშვნელობის მომსახურება.

ინტეგრირებულ სერვისებს შორისაა ისეთი მომსახურებები, როგორებიცაა პასპორტის, პირადობის, ქორწინების, განქორწინების, დაბადების, გარდაცვალების, შვილად აყვანის, მამობის დადგენის, სახელის ან/და გვარის შეცვლის პირველადი და განმეორებითი მოწმობები; ასევე ოპტიმიზაცია გაიარა უკვე არსებული სერვისების მიღების პროცედურამ.

„ახალი კორონოვირუსის გავრცელების შესაფერხებლად, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მსგავსად, საქართველოშიც შეიზღუდა მოქალაქეთა მობილობა, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. ამ პირობებში კრიტიკული მნიშვნელობა შეიძინა სხვადასხვა სახელმწიფო სერვისით ელექტრონულად სარგებლობის ფორმატმა. მოხარული ვარ, რომ დისტანციურად მუშაობის პირობებში ჩვენმა გუნდმა, სხვადასხვა პარტნიორ სახელმწიფო უწყებებასთან მჭიდრო კოოედინაციით შეძლო არსებულ გამოწვევებთან წარმატებით გამკლავება, შედეგად კი ათასობით მოქალაქეს შესაძლებლობა მიეცა შეუფერხებლად ესარგებლა თითქმის ყველა იმ სერვისით, რომელთა მიღებაც იუსტიციის სახლებსა თუ საზოგადოებრივ ცენტრებში იყო შესაძლებელი. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა კიდევ უფრო მეტი ელექტრონული სერვისი შევთავაზოთ ჩვენს მოქალაქეებს“, - ნიკოლოზ გაგნიძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ თავმჯდომარე.