„მონაცემთა გაცვლის სააგენტომ“ პარტნიორებთან ერთად პირველი კიბერჰაკათონი გამართა
23 დეკემბერი, 2019

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპმონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფმა (CERT-GOV-GE) პარტნიორებთან - არაკომერციულ ორგანიზაცია „OWASP“-თან და „საქართველოს უნივერსიტეტთან“ ერთად 20-21 დეკემბერს „საქართველოს უნივერსიტეტში“ პირველი კიბერჰაკათონი გამართა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა ვებ-აპლიკაციებზე და კიბერუსაფრთხოებაზე დაფუძნებული ღია კოდის მქონე უსაფრთხოების პროგრამები შექმნეს.

კიბერჰაკათონი გაეროს განვითარების პროგრამის (
UNDP), ბრიტანეთის მთავრობისა და საელჩოს ხელშეწყობით ჩატარდა.

კიბერჰაკათონის მონაწილეებს საშუალება მიეცათ თავიანთი ცოდნა პრაქტიკულ გარემოში, კონკრეტული პროგრამების შექმნის პროცესში გამოეცადათ. ჰაკათონის დასასრულს კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ როგორც საჯარო, ისე კერძო და საგანმანათლებლო სექტორის დარგის სპეციალისტები, საპრიზო ადგილებზე გასული მონაწილეები გამოავლინეს, რომლებსაც პრიზები გადაეცათ.

კიბერჰაკათონი ორ დღეს გაგრძელდა და მასში მონაწილეობა მიიღო როგორც ინდივიდუალურად დარეგისტრირებულმა სხვადასხვა დარგის სპეციალისტებმა, ისე საჯარო, კერძო და საგანმანათლებლო ორგანიზაციების თანამშრომლებმა.

კიბერჰაკათონში მონაწილეობის მიღება ყველა დაინტერესებულ სპეციალისტს შეეძლო, რომელსაც ჰქონდა სურვილი და იდეა შეექმნა კიბერუსაფრთხოების თემატიკასთან დაკავშირებული პროდუქტი.

„კიბერჰაკათონის პრინციპი ზუსტად მიესადაგება ჩვენი ღონისძიების მიზანს. ჩვენი სურვილია, რომ ყველას, მათ შორის განსაკუთრებით ახალგაზრდებს, მივცეთ საშუალება თავიანთი ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები კონკურენტულ გარემოში გამოსცადონ და შექმნან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვადასხვა პროგრამა, რომელიც კიბერუსაფრთხოების თემატიკაზე იქნება დაფუძნებული. აღსანიშნავია, რომ ეს პროგრამები ღია კოდზე იქმნება, რაც ნიშნავს, რომ მისი გამოყენება ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ პირსა თუ ორგანიზაციას შეეძლება. მსგავსი ტიპის ღონისძიება ხელს უწყობს ახალგაზრდებში პროგრამირებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებების პოპულარიზაციას, რაც, თავის მხრივ, ზოგადად ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი“, - დავით ქვათაძე,
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპმონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფის (CERT-GOV-GE) მენეჯერი.

“ჰაკათონის იდეა „
მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან“ ერთად ჩამოყალიბდა და მისი მთავარი მიზანია ახალგაზრდებს გაუღრმავდეთ პრაქტიკული ცოდნა პროგრამირებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. აღნიშნული ღონისძიება კარგი შესაძლებლობაა კონკრეტულ სივრცესა და დროში როგორც საკუთარი იდეების განხორციელების, ისე დასმული ამოცანების გადაჭრის გზების მოძიებისთვის. „საქართველოს უნივერსიტეტი“ მუდმივად ცდილობს ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს პროფესიული განვითარებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და ცოდნის გაღრმავებაში კონკრეტულად იმ სფეროების მიმართულებით, რომლებიც მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია“, - სულხან სულხანიშვილი, „საქართველოს უნივერსიტეტის“ ინფორმატიკის დეპარტამენტის უფროსი.

კიბერჰაკათონის სპონსორები:
„ორიენტ ლოჯიკი“ (Orient Logic), „იუ ჯი თი” (UGT) და „გრინნეტი“ (GEENNET).