data exchange
IP მისამართების მონიტორინგის პორტალი

საქართველოს
 იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფირეაგირების ჯგუფი CERT.GOV.GE როგორც საჯარო დაწესებულებებსისე კერძო ორგანიზაციებს ახალმომსახურებას სთავაზობს. IP მისამართების მონიტორინგის სერვისი ითვალისწინებს საქართველოს კომპიუტერულქსელში დაინფიცირებული IP მისამართებისა და გატეხილი ვებგვერდების გამოვლენას.

დღეისათვის საქართველოს კომპიუტერულ ქსელში დაინფიცირებული IP მისამართების რაოდენობა საკმაოდ დიდია, რაც ქმნის რეალურ საფრთხეს ზიანი მიადგეს როგორც საჯარო, ისე კერძო სტრუქტურების კომპიუტერულ და ქსელურ ინფრასტრუქტურას. ასეთი მისამართების ორგანიზებული გამოვლენა, აღრიცხვა და კვალიფიციური პრევენციული ზომების გატარება დღემდე არ ხორციელდებოდა.

მსოფლიო მასშტაბით არსებობს რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს მსოფლიო გლობალური ქსელის საერთო მონიტორინგს დაინფიცირებული IP მისამართების გამოსავლენად. მიმდინარე წელს CERT.GOV.GE-მ დაიწყო აქტიური თანამშრომლობა და მონაცემების ურთერთგაცვლაზე მიაღწია შეთანხმებას ისეთ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა TEAM CYMRU, SHADOWSERVER, ARBOR NETWORKS, Spamhause და სხვა.

მომავალში ასევე იგეგმება თანამშრომლობა სხვადასხვა ევროპულ CERT-ბთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. თანამშრომლობის ფარგლებში CERT.GOV.GE-ს საშუალება ეძლევა მუდმივ რეჟიმში მიიღოს ინფორმაცია საქართველოს კომპიუტერულ ქსელში არსებული დაინფიცირებული IP მისამართების, დაინფიცირებული და გატეხილი ვებგვერდებისა და საქართველოს კიბერსივრცეზე შეტევების შესახებ. CERT.GOV.GE-ს მიზანია შექმნას და ადმინისტრირება გაუწიოს ასეთი მისამართების ბაზას და მათ მფლობელებს შესთავაზოს კომპლექსური მომსახურება მოსალოდნელი სააფრთხეების გასაუვნებელყოფად.

სერვისის გააქტიურებისთვის საჭიროა CERT.GOV.GE-სთვის მხოლოდ გარე 
IP მისამართების პულის მიწოდება.
11 აპრილი, 2012
SPAM - სპამი
03 თებერვალი, 2012
ფიშინგი
26 ივლისი, 2011
სახლის უკაბელო ინტერნეტ ქსელის უსაფრთხოება
25 ივლისი, 2011
Malware – „ბოროტი პროგრამა“
24 ივლისი, 2011
ინფორმაციის კლასიფიკაცია
 
როგორ შევარჩიოთ პაროლი?
საბანკო ბარათები
სოციალური ქსელები