data exchange
მე-4 ეროვნული კიბეროლიმპიადა - „კიბერ კუბი 2019“
01 ივნისი, 2019

იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტომ მეოთხე ეროვნული კიბეროლიმპიადა ჩაატარა. კიბეროლიმპიადა - „კიბერ კუბი 2019“, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძემ გახსნა. მინისტრის მოადგილემ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

„კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია შესაბამისი კომპეტენციის მქონე კადრების არსებობა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ორგანიზაციებში. ამ მიმართულებით დღევანდელი ღონისძიება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ მიმართულებით, საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ კიბეროლიმპიადაში და გამოსცადონ საკუთარი თავი“- აღნიშნა ალექსანდრე ტაბატაძემ.

კიბეროლიმპიადის მიზანია კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარების ხელშეწყობა და პუპულარიზაცია, ასევე იმ პერსპექტიული ახალგაზრდების გამოვლენა და წახალისება, რომლებიც ფლობენ შესაბამის ტექნიკურ ცოდნასა და კომპეტენციას. გამარჯვებულ გუნდს საქართველოს უნივერსიტეტი ერთი წლის სწავლის საფასურს დაუფინანსებს, თუკი ეს გუნდი გამოთქვამს ამ უნივერსიტეტში სწავლის სურვილს. ოლიმპიადაში მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

კიბეროლიმპიადის ორგანიზატორი იყო იუსტიციის სამინისტროს „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფი (CERT-GOV-GE).

ოლიმპიადის გახსნაზე „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ თავმჯდომარე ნიკოლოზ გაგნიძემ ისაუბრა ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტების მომზადების კონტექსტში ყოველწლიური კიბეროლიმპიადის მნიშვნელობასა და როლზე.

„წლიდან წლამდე ვაკვირდებით ოლიმპიადის მონაწილეთა უნარების განვითარების პროცესს, მათი მომზადების დონის ზრდას და, რაც მთავარია, ვხედავთ, რომ სულ უფრო მეტ ახალგაზრდას სურს პროფესიული საქმიანობის დაწყება კიბერუსაფრთხოების სფეროში. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ კიბერსპეციალისტების ახალი თაობის მომზადებას კიბერშეტევების კრიზისული სიტუაციებისთვის, რაც გაზრდის ქვეყნისა და, შესაბამისად, მოქალაქეების დაცულობის დონეს ამ მიმართულებით.“, - განაცხადა გაგნიძემ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმრთეს ბრიტანეთის საელჩოს კარგი მმართველობის ხელმძღვანელმა, სუზი სტერნმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა გიგი ბრეგაძემ.

წელს კიბეროლიმპიადას 42 გუნდად დაყოფილი 120-მდე მონაწილე შეუერთდა. გამარჯვებულ გუნდს საქართველოს უნივერსიტეტი ერთი წლის სწავლის საფასურს დაუფინანსებს, თუკი ეს გუნდი გამოთქვამს ამ უნივერსიტეტში სწავლის სურვილს. მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

კიბეროლიმპიადაში მონაწილე გუნდები ერთმანეთს სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული კიბერინციდენტების შედეგების აღმოფხვრის, ასევე კიბერკრიზისული სიტუაციების პრევენციის საუკეთესო გზების მოძიებაში შეეჯიბრა. გადასაჭრელ ამოცანათა შორის ასევე შედიოდა კომპიუტერულ ტექნიკასთან დაკავშირებული პრობლემები და ჰაკერული თავდასხმები. შესასრულებელი დავალებები საერთაშორისო პრაქტიკასა და CERT-GOV-GE-ის გამოცდილებას ეფუძნებოდა.

„სასიხარულოა, რომ კიბერსაკითხებით ამდენი ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდაა დაინტერესებული. 2016 წლიდან მოყოლებული, როდესაც პირველი ოლიმპიადა ჩავატარეთ, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ყოველ მომდევნო წელს კიდევ უფრო განახლებული პროგრამა შევთავაზოთ მონაწილეებს, ვინაიდან სწრაფად იცვლება მიდგომები, ვითარდება კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული სტრატეგიები. ეს პროექტი კიბერუსაფრთხოების მიმართ სისტემური მიდგომის მაგალითია, რაც მეტად მნიშვნელოვანია, რადგან წარმატებული თანამედროვე სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი სწორედ კიბერუსაფრთხოების მაღალი დონის უზრუნველყოფა და მისი შენარჩუნებაა“, - განაცხადა CERT-GOV-GE-ის მენეჯერმა დავით ქვათაძემ.

კიბეროლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეეძლო კიბერსაკითხებით დაინტერესებულ 25 წლამდე ახალგაზრდებს. ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა, მოთხოვნების შესაბამისად, წინასწარ ჩამოაყალიბეს მაქსიმუმ 3 წევრისგან შემდგარი გუნდი. კიბეროლიმპიადაში მონაწილე ახალგაზრდების შერჩევის პრინციპი ეყრდნობოდა მათ ცოდნასა და გამოცდილებას პროგრამირებაში, ქსელურ და ვებტექნოლოგიებში.

საქართველოს საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, კიბეროლიმპიადის მხარდამჭერები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ბრიტანეთის მთავრობა და ბიზნეს პარტნიორები: საქართველოს უნივერსიტეტი, ISSP და GRENA.

11 აპრილი, 2012
SPAM - სპამი
03 თებერვალი, 2012
ფიშინგი
26 ივლისი, 2011
სახლის უკაბელო ინტერნეტ ქსელის უსაფრთხოება
25 ივლისი, 2011
Malware – „ბოროტი პროგრამა“
24 ივლისი, 2011
ინფორმაციის კლასიფიკაცია
 
როგორ შევარჩიოთ პაროლი?
საბანკო ბარათები
სოციალური ქსელები