data exchange
მე-3 ეროვნული კიბეროლიმპიადა „კიბერკუბი 2018“
08 მაისი, 2018

საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და სკოლების გუნდებმა მონაწილეობა მიიღეს მესამე ყოველწლიურ კიბეროლიმპიადაში CyberCube 2018, რომელიც 7 მაისს თბილისში გაიმართა. წელს კიბეროლიმპიადას 150-მდე მონაწილე შეუერთდა.

კიბეროლიმპიადის ორგანიზატორია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს (
DEA) კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფი (CERT.GOV.GE).

კიბეროლიმპიადის მხარდამჭერები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (
UNDP), ბრიტანეთის მთავრობა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ბიზნეს პარტნიორები და სპონსორები: UGT, Huawei, GreenNet, ISSP, Orient Logic და GRENA.

ოლიმპიადის გახსნაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გიორგი პატარიძემ, ხაზი გაუსვა საქართველოს მიღწევებს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარების საქმეში.

ნიკოლოზ გაგნიძემ
, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარემ, ხაზი გაუსვა ყოველწლიური კიბეროლიმპიადის მნიშვნელობას ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტების მომზადების საქმეში.

„წლიდან წლამდე ვაკვირდებით ოლიმპიადის მონაწილეთა უნარების განვითარების პროცესს, მათი მომზადების დონის ზრდას და, რაც მთავარია, ვხედავთ, რომ სულ უფრო მეტ ახალგაზრდას სურს პროფესიული საქმიანობის დაწყება კიბერუსაფრთხოების სფეროში,“ - განაცხადა გაგნიძემ.

კიბეროლიმპიადაში მონაწილე 50 გუნდი ერთმანეთს სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული კიბერინციდენტების შედეგების აღმოფხვრის, ასევე კიბერკრიზისული სიტუაციების პრევენციის საუკეთესო გზების მოძიებაში ეჯიბრება. მათ შორისაა კომპიუტერულ ტექნიკასთან დაკავშირებული პრობლემები და ჰაკერული თავდასხმები. ამოცანები საერთაშორისო პრაქტიკასა და
CERT.GOV.GE-ის გამოცდილებას ეფუძნება.

„სასიხარულოა, რომ საქართველოს განვითარებაში ამდენი ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდა ერთვება. სისტემური მიდგომა კიბერუსაფრთხოების მიმართ მეტად მნიშვნელოვანია, რადგან წარმატებული თანამედროვე სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი სწორედ კიბერუსაფრთხოების მაღალი დონის უზრუნველყოფა და მისი შენარჩუნებაა“, - განაცხადა მუნხტუია ალტანგერელმა, გაეროს განვითარების პროგრამის (
UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში.

წელს კიბეროლიმიპიადა
CyberCube 2018 მესამედ ჩატარდა. 25 წლამდე ასაკის მონაწილეების შერჩევა ეყრდნობოდა მათ ცოდნასა და გამოცდილებას პროგრამირებაში, ქსელურ და ვებ ტექნოლოგიებში.

გაეროს განვითარების პროგრამა (
UNDP) და ბრიტანეთის მთავრობა ხელს უწყობენ CyberCube 2018-ის ჩატარებას, მათი ფართომასშტაბიანი პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოს საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობას ემსახურება.

11 აპრილი, 2012
SPAM - სპამი
03 თებერვალი, 2012
ფიშინგი
26 ივლისი, 2011
სახლის უკაბელო ინტერნეტ ქსელის უსაფრთხოება
25 ივლისი, 2011
Malware – „ბოროტი პროგრამა“
24 ივლისი, 2011
ინფორმაციის კლასიფიკაცია
 
როგორ შევარჩიოთ პაროლი?
საბანკო ბარათები
სოციალური ქსელები