data exchange
“CYBER-EXE საქართველო 2017” - კიბერსავარჯიშო საჯარო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის
15 დეკემბერი, 2017

15 დეკემბერს სასტუმრორადისონ ბლუ ივერიაშისაქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპმონაცემთა გაცვლის სააგენტოსსამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფ „CERT.GOV.GE“- ორგანიზებით მორიგი ეროვნული კიბერსავარჯიშო “CYBER-EXE საქართველო 2017” გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის გამოცდილი კიბერპროფესიონალები. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით დაფინანსებული ღონისძიება სსიპმონაცემთა გაცვლის სააგენტოსთავმჯდომარე ნიკოლოზ გაგნიძემ გახსნა.

ასეთი ტიპის ღონისძიებების მიზანია, ხელი შეუწყოს კიბერუსაფრთხოების პოპულარიზაციას როგორც საჯარო, ისე ბიზნესის სექტორში. უკვე რამდენიმე წელია, სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ ყოველწლიურად ატარებს ღონისძიებებს კიბერუსაფრთხოების საკითხებში ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.

აღნიშნული
სავარჯიშო შეჯიბრის ხასიათს ატარებს, რომლის დროსაც თითოეული მონაწილე ორგანიზაციის გუნდი წინასწარ მომზადებული კიბერშეტევის პირობებში ახორციელებს ვირტუალური სივრცის დაცვის ოპერაციას. სავარჯიშოს შედეგად გაანალიზდება თითოეული გუნდის სუსტი და ძლიერი მხარეები და გუნდების გაძლიერების მიზნით მომზადდება რეკომენდაციები.

მსგავი
ფორმატი მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა და მასწითელი და ლურჯიჯგუფების სავარჯიშოებს უწოდებენ.

როდესაც 2014 წელს „Cyber-Exe საქართველოპირველად ჩავატარეთ, მაშინ არ გვქონდა სათანადო გამოცდილება და ჩვენი უცხოელი კოლეგები გვეხმარებოდნენ სავარჯიშოების შედგენის, მთლიანად ღონისძიების ფორმატის ფორმირების საქმეში. წელს ამ ღონისძიბას უკვე მეოთხედ ვატარებთ და სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ „Cyber-Exe საქართველო 2017“, მსგავსად გასული წლის ღონისძიებისა, მთლიანადმონაცემთა გაცვლის სააგენტოსადა მისი კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფის - CERT.GOV.GE- რესურსებით არის ორგანიზებული. დღევანდელ ღონისძიებაში 20-მდე სხვადასხვა სახელწიფო თუ კერძო სექტორის წარმომადგენელი გაერთიანდა ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვან მიმართულებაზე სამუშაოდ. იმედი მაქვს, რომ მსგავსი სავარჯიშოები ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო გააძლიერებს კიბერსაფრთხეებთან ბრძოლის საქმეში.“, - აღნიშნა ნიკოლოზ გაგნიძემ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპმონაცემთა გაცვლის სააგენტოსთავმჯდომარემ.

სავარჯიშოებში მონაწილეობა მიიღო დარეგისტრირებულმა 60-მდე IT-პროფესიონალმა, რომლებიც ჯგუფებად დანაწილდნენ. 3 პირისგან შემდგარ თითოეულ ჯგუფს მიეცა კონკრეტული დავალებები, კერძოდ, სხვადასხვა სირთულის კიბერინციდენტის გამოვლენა და მათი დროული აღმოფხვრა.

ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს საშუალება ეძლევათ, უკეთ გაეცნონ სხვადასხვა უწყების გამოცდილებას; მიიღონ საჭირო ინფორმაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კრიტიკულ სიტუაციაში დროული და სწრაფი რეაგირებისათვის.

სავარჯიშოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დასასრულ, სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტომ“ ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადასცა.

11 აპრილი, 2012
SPAM - სპამი
03 თებერვალი, 2012
ფიშინგი
26 ივლისი, 2011
სახლის უკაბელო ინტერნეტ ქსელის უსაფრთხოება
25 ივლისი, 2011
Malware – „ბოროტი პროგრამა“
24 ივლისი, 2011
ინფორმაციის კლასიფიკაცია
 
როგორ შევარჩიოთ პაროლი?
საბანკო ბარათები
სოციალური ქსელები