data exchange
„მონაცემთა გაცვლის სააგენტომ“ კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტებთან შეხვედრები გამართა
19 აგვისტო, 2016

მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „მონაცემთა გაცვლის სააგენტომ“ რამდენიმე შეხვედრა გამართა კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტებთან (სსიპ. გარემოს ეროვნული სააგენტო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო, ფინანსური მონიტორინგის სამსახური, სასაზღვრო პოლიცია).

აღნიშნული შეხვედრები გაიმართა მაღალი და საშუალო რანგის ხელმძღვანელობასთან და განხილული იყო ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონით და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების საკითხები და მათი დანერგვის მიდგომები.

განხილული იყო ასევე არსებული პრობლემური საკითხები, რომელთა გადაჭრაშიც სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მხრიდან შეთავაზებული იქნა კონსულტაციები და რეკომენდაციები.

„ჩვენი სააგენტო მსგავს შეხვედრებს რეგულარულად ატარებს როგორც კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტების, ისე კერძო კომპანიების წარმომადგენლებისთვის, რათა ამ ორგანიზაციებში გაუმჯობესდეს ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ხარისხი და, ზოგადად, სტანდარტები შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებულ ნორმებთან. ამასთან, ასეთი შეხვედრებბი კანონის მოთხოვნების შესრულების პროცესის ნაწილია, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს პროცესში ჩართულობა და მხარდაჭერა კი ხელს უწყობს ორგანიზაციების მიერ სათანადოდ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას“, - ირაკლი გვენეტაძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე.

11 აპრილი, 2012
SPAM - სპამი
03 თებერვალი, 2012
ფიშინგი
26 ივლისი, 2011
სახლის უკაბელო ინტერნეტ ქსელის უსაფრთხოება
25 ივლისი, 2011
Malware – „ბოროტი პროგრამა“
24 ივლისი, 2011
ინფორმაციის კლასიფიკაცია
 
როგორ შევარჩიოთ პაროლი?
საბანკო ბარათები
სოციალური ქსელები