მონაცემთა გაცვლის სააგენტოს 4-წლიანი ანგარიში - 2012 წლის ნოემბრიდან 2016 წლის ნოემბრამდე
28 დეკემბერი, 2016

2013 - my.gov.ge პორტალზე მოქალაქეებისთვის შეიქმნა სახელმწიფოსთნ ელექტრონული კომუნიკაციის ერთიანი არხი. პორტალმა შეიძინა მომხმარებელზე ორიენტირებული ახალი დიზაინი

2013-2016 -
my.gov.ge პორტალზე ამუშავდა ბიზნესის ელექტრონული რეგისრაციის, უძრავ ქონებაზე ყადაღისა და გირავნობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის, მოვალეთა რეესტრში ნებისმიერ მოქალაქეზე ინფორმაციის შემოწმების, კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ ადმინისტრაციული საჩივრის გაგზავნის, ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შესახებ ლიცენზიასთან დაკავშირებული, IP მისამართის უსაფრთხოების შემოწმების, სოციალური სარეიტინგო ქულის შემოწმების, გაცემული სოციალური დახმარებებისა და გასაცემლების ჩარიცხვების შესახებ ინფორმაციის ნახვის და სხვა სერვისები

2015 - my.gov.ge-ს ბაზაზე დაიწყო ბიზნეს ორგანიზაციების ელექტრონული მომსახურების ერთიანი პორტალის შექმნა

2016 - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის - ბიზნესსახლის პროექტის ფარგლებში დაიხვეწა my.gov.ge-ს ფუნქციონალი, შეიქმნა ბიზნესის ერთიანი საკომუნიკაციო ელექტრონული არხი და დაიწყო მუშაობა საჭირო სერვისების დამატებასა და ბიზნესსახლის მომსახურე პერსონალისთვის ერთიანი ავტომატიზირებული გარემოს ჩამოყალიბებაზე

დღეს,
my.gov.ge პორტალზე რეგისტრირებულია 35 427 მოქალაქე და 789 იურიდიული პირი. პორტალიდან მოქალაქეს ელექტრონული სახით შეუძლია ინფორმაცია გამოითხოვოს 200-ზე მეტი სახელმწიფო ორგანიზაციიდან. ყოველთვიურად იგზავნება 150-ზე მეტი წერილი

ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია

2013-2016 – ჩვენი თანამშრომლები გახდნენ საერთაშორისო დონის კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატების მფლობელები (CISM; CISA; CRISC; CGEIT; BSI/ISO 27001 (Information Security) LI/LA; BSI/ISO 22301 (Business Continuity) LI/LA; BSI/ISO 9001 (Quality Management) LA; ISO 31000 (Risk Management); SANS GIAC Certified Professionals (GIAC); Systems and Network Auditor (GSNA); Hacker Tools, Techniques, Exploits and Incident Handling (GCIH); Secure Coding in Java/JEE: Developing Defensible Applications (GSSP-JAVA)

2013-2016 - გაფორმდა საპარტნიორო ხელშეკრულებები კიბერუსაფრთხოების წამყვან ორგანიზაციებთან (ShadowServer, Team Cymru, Arbor, Netflow Security Incident Exchange, QuarantineNet, The Spamhaus Project, Cert-EU, Clean-MX, Zone-H, ESET, Microsoft, Symantec, CERT.at, NASK, CERT-EE და ა.შ.), რომელთაგან დღეში საქართველოში საშუალოდ მიმდინარე 30000-მდე ინციდენტის შესახებ ინფორმაცია მოგვეწოდება

2013-2016 - ჩვენი აქტიური ჩართულობით შემუშავდა და დამტკიცდა საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგიები 2013-2015 წწ., 2016-2018 წწ.

2013-2016 - ინფორამციული და კიბერუსაფრთხოების საკითხებში გადავამზადეთ

2013 - ამუშავდა ქსელური მონიტორინგის სერვისი, რაც პარტნიორ ორგანიზაციებს საკუთარ IT ინფრასტრუქტურაზე მონიტორინგის საშუალებას აძლევს; ამუშავდა ინტერნეტრესურსების შეღწევადობის ტესტირების სერვისი; შემუშავდა ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტი კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტებისთვის

2013 - დაფუძნდა საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმი, რომელიც საჯარო და კერძო სექტორში მომუშავე ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების პროფესიონალებს აერთიანებს

2013 - შეიქმნა სახელმწიფო სტრუქტურებში არსებულ საკანცელარიო
პროგრამებს შორის ინფორმაციის უსაფრთხოდ გაცვლის მოდული (თვეში საშუალოდ მიმოიცვლება 30 ათასზე მეტი ელექტრონული წერილი)

2014 - შეიქმნა შავი სიების პორტალი, რაც ორგანიზაციებს არასასურველი IP მისამართების დაბლოკვის საშუალებას აძლევს; შეიქმნა უსაფრთხო ინტერნეტის მომსახურება Safe DNS - უფასო სერვისი ყველა მოქალაქისთვის

2014 - ჩვენი კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი CERT.GOV.GE, საერთაშორისო აუდიტის შედეგად, საერთაშორისო CERT-ების ორგანიზაციის FIRST-ის წევრი და ევროპული CERT-ების ორგანიზაციის Trusted Introducer-ის აკრედიტებული წევრი გახდა

2015 - ჩვენს ინფრასტრუქტურაში განთავსდა ე.წ. HoneyPot სენსორი, რომლის მეშვეობითაც ხდება 10-ზე მეტი ცნობილი სერვისის ემულაცია და პოტენციური შემტევი ორგანიზაციების იდენტიფიცირება; დღემდე იდენტიფიცირებულია 10 000-ზე მეტი ინციდენტი

2015 - შეიქმნა პორტალი CheckNet.ge, რომელიც დაინტერესებულ პირებს აწვდის ინფორმაციას, თუ როდის რა შეტევა განხორციელდა ქართულ ვებგვერდებზე და აძლევს საკუთარი IP მისამართის დაინფიცირების ისტორიის გადამოწმების საშუალებას

2015
- სააგენტომ წარმატებით გაიარა საერთაშორისო სერტიფიცირება ISO 9001

2016 - ჩვენი სააგენტოს ბაზაზე დაიგეგმა რეგიონული კიბერუსაფრთხოების სასწავლო და კვლევითი ცენტრის ჩამოყალიბება. პროექტის განხორციელება დაიწყება მომავალი წლიდან NATO-ს „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ პროექტის ფარგლებში.

ელმმართველობის განვითარება ჩვენი მიზანია

2014
- გაეშვა ღია მონაცემთა პორტალი data.gov.ge, რომელზეც უკვე 449 ღია მონაცემია განთავსებული და მათ საფუძველზე იქმნება სხვადასხვა მობილური აპლიკაცია (მაგ. ეროვნული ბანკის მიერ ატვირთული მონაცემების საფუძველზე ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ონლაინ ძებნის აპლიკაცია)

2014
- შეიქმნა ელ-მმართველობის სახელმძღვანელო სკოლის მოსწავლეებისთვის

2014
- საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად შეიქმნა ონლაინ პეტიციების (iChange) სისტემის ტექნიკური გადაწყვეტა

2015-2016
- ჩვენი მონაწილეობით შემუშავდა და პარლამენტს წარედგინა „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებსაკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი

2015-2016
- ჩვენი ხელმძღვანელობით, საჯარო ადმინისტრირების რეფორმის ფარგლებში შემუშავდა ელმმართველობის განვითარების სტრატეგიები „ელ-საქართველო 2015-2018“ და „ელ-საქართველო 2017-2019“

2016
- ჩვენი ხელმძღვანელობითა და USAID-ის პროექტის - Georgia Good Governance Initiative (GGI) მხარდაჭერით ჩატარდა საქართველოს მოსახლეობაში ელმმართველობის მზაობის კვლევა

2016 - გაფორმდა შეთანხმება კორპორაცია „Microsoft“-თან, რომლის საფუძველზეც ელმმართველობის პროექტებს სხვა ქვენებში ერთობლივად განვახორციელებთ

2016 - სხვადასხვა სამინისტროსა და სსიპ-ებისათვის შეიქმნა სხვადასხვა პროგრამა, მოდული და პორტალი

2016 - ვაჭრობის ხელშემწყობი ელექტრონული სისტემა (TFS) რეალურ რეჟიმში გაეშვა და მასში არაერთი გადამზიდველი კომპანია გაერთიანდა. დღეისათვის მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურა ემსახურება 112 ორგანიზაციას და ყოველთვიური ტრანზაქციები 3 მილიონს აჭარბებს.