Cven Sesaxeb
იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ) სტატუსით 2010 წლის 4 იანვრიდან ფუნქციონირებს.

სააგენტოს მიზანს წარმოადგენს საქართველოში ელექტრონული მმართველობის განვითარების საკითხების კოორდინირება, მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის შექმნა, ერთიანი სამთავრობო ქსელის ჩამოყალიბება და მონიტორინგი, საჯარო სექტორში ინფორმაციულ და საკომუნიკაციო სფეროსთან დაკავშირებული სტანდარტების შემუშავება, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის ჩამოყალიბება და მისი გატარება.


მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ფუნქციები სამ ძირითად მიმართულებად იყოფა:

· ელექტრონული მმართველობა;

· მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურა;

· ინფორმაციული უსაფრთხოება.