eleqtronuli mmarTvelobis Sesaxeb

სახელმწიფო სტრუქტურების ადმინისტრირების და მათი ფუნქციების განხორციელების ეფექტური და თანამედროვე ფორმა, რაც მოიცავს: სახელმწიფოსა და მოქალაქეს, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებს შორის ურთიერთობის ელექტრონულ ფორმებს. დღეისათვის სხვადასხვა სახელმწიფო უწყება უკვე ფლობს არაერთ მომოსახურებას, რომელსაც ელექტრონული ფორმით სთავაზობს სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლებს. ელექტრონული სერვისი წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილ ყველაზე იაფ, მოხერხებულ და სწრაფ მომსახურებას. მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ერთ-ერთი ფუნქციაა არსებული და სამომავლოდ დაგეგმილი მომსახურებების ერთიან სისტემაში მოქცევა და მათი ადმინისტრირება.