sajaro informaciis eleqtronulad gamoTxovis servisi
საჯარო ორგანიზაციებთან ელექტრონული კომუნიკაციის სერვისი

სერვისი მოქალაქეს შესაძლებლობას აძლევს 
სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია, ასევე ამა თუ იმ საჯარო ორგანიზაციაში ელქტრონულად გააგზავნოს ნებისმიერი სახის წერილი, მოთხოვნა და/ან საჩივარი და ელექტრონულადვე მიიღოს პასუხიაღნიშნული მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია მოქალაქის პორტალიდან MY.GOV.GE.

ელექტრონულად წარმოებულ კორესპონდენციაზე საჯარო ორგანიზაციიდან პასუხის მიღების შესახებ მოქალაქეს
 შეტყობინება ეგზავნება ელექტრონული ფოსტითა და მოკლე ტექსტური შეტყობინებითსაჯარო ორგანიზაციის პასუხის სრულად ნახვა კი მოქალაქეს შეეძლება მოქალაქის პორტალზე - „შესრულებული დავალებების“ სექციაშიმომხმარებელს აქვე ექნება საშუალება დაათვალიეროს მის მიერ სხვადასხვა დროს ამა თუ იმ საჯარო ორგანიზაციაში გაგზავნილი წერილები და მიღებული პასუხები.

მომსახურება
 ვრცელდება იმ საჯარო ორგანიზაციებზესადაც დანერგილია ელექტრონული საქმისწარმოების სისტემა (დღეისათვის 60-მდე საჯარო ორგანიზაცია). საქართველოს საჯარო სექტორში დღეს სამი ორგანიზაციის (იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების) მიერ შექმნილი ელექტრონული საქმისწარმოების სისტემა მოქმედებს. სიტემებს შორის ელექტრონული სახით დოკუმენტების გაცვლას უზრუნველყოფს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთ გაცვლის სააგენტოს ინფორმაციული სისტემების საინტეგრაციო ინფრასტრუქტურა.

მომსახურება
 ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან მოქალაქის პორტალზე.

პორტალზე მოქმედებს რეგისტრაციის 2 მეთოდი:

1. 
რეგისტრაცია მომხმარებლის სახელითა და პაროლით, რომლის მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში;
2. ონლაინ რეჟიმში ახალი პირადობის მოწმობის გამოყენებით.