treningebi

სსიპმონაცემთა გაცვლის სააგენტოპერიოდულად ატარებს ტრენინგებს ინფორმაციული უსაფრთხოების თემატიკაზე.

1.
ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა: შესავალი, დანერგვა და აუდიტი;

2. ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის აუდიტი;

3. ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების მართვა.

ტრენინგები
ეფუძნება ISO 27001, ISO 19011 და ISO 31000 სტანდარტებს და საქართველოს კანონს ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ.

გარდა
ამისა, „მონაცემთა გაცვლის სააგენტომზად არის აღნიშნულ თემატიკაზე მოამზადოს და ჩაატაროს სპეციფიკური ტრენინგი კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე, მაგალითად, ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნები ზედა რგოლის ხელმძღვანელებისთვის, ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის მიდგომები, რისკების მართვის მეთოდები და ..

ტრენინგების
ციკლის მიზანია მონაწილეები გაეცნონ:

·
დარგობრივ საკანონმდებლო გარემოსა და მის მოთხოვნებს;

· ISO 27001:2013 სტანდარტის მოთხოვნებს, რომლებიც ლოკალიზებულია ქართულ ენაზე და წარმოადგენს ნორმატიული აქტების დანართს;

· ISO 31000 რისკების მართვის პრინციპებს - რისკების, კერძოდ, ინფორმაციის მართვასთან დაკავშირებული რისკების მართვის ძირითად ფაზებსა და მოთხოვნებს;

· ISO 19011 მართვის სისტემების აუდიტის პრინციპებს;

· იუმს დანერგვის ტექნიკებს სხვადასხვა დამხმარე მეთოდების გამოყენებით;

· იუმს აუდიტის აქტივობებს.

სატრენინგო
ციკლი მოიცავს სავარჯიშოებს, რაც უფრო ეფექტიანს ხდის მიწოდებული მასალის ათვისებას კონკრეტულ ორგანიზაციაზე მისი მორგების თვალსაზრისით.

ტრენინგები
განკუთვნილია:

·
ორგანიზაციის ზედა და საშუალო დონის მენეჯმენტისთვის და გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის;

· ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერებისთვის;

· აუდიტორებისთვის ან მომიჯნავე როლისა და ფუნქციების მქონე პოზიციებისთვის.

ტრენინგების
ხანგრძლივობა:

1.
ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა: შესავალი, დანერგვა და აუდიტი - 5 დღე;

2. ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის აუდიტი - 3 დღე;

3. ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების მართვა - 2 დღე.

საჭიროებიდან
გამომდინარე, ტრენინგის დასასრულს ჩატარდება ტესტირება.

დამატებითი
ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სსიპმონაცემთა გაცვლის სააგენტოსინფორმაციული უსაფრთხოებისა და პოლიტიკის სამმართველოს ელ. ფოსტის მისამართზე: info@dea.gov.ge, ან დარეკეთ +995 32 291 51 40