erTiani saerTaSoriso savaWro qseli (TFS)

ზოგადი ინფორმაციაერთიანი საერთაშორისო ქსელის შესახებ:

 

· ერთიანი საერთაშირისო სავაჭრო ქსელი (TFS) არის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში ჩართულ რგოლებს შორის ინფორმაციის ავტომატურ რეჟიმში ელექტრონულად გაცვლის სისტემა;

 

· TFS არისსაინფორმაციოჰაბი,რომელიც უზრუნველყოფს კავშირს სხვადასხვა საოპერაციო პროგრამებს შორის ინფორმაციის დროულად და უსაფრთხოდ გაცვლისთვის;

 

· ქსელის საშუალებით შესაძლებელია ელექტრონული კავშირების უზრუნველყოფა არა მარტო კერძო და საჯარო სექტორებს შორის, არამედ სამთავრობო ინსტიტუტებსა (საბაჟო, რკინოგზა, საზღვრის დაცვის პოლიცია) და ასევე კერძო სექტორისსუბიექტებს(საზღვაო პორტები, საზღვაო გადამზიდავი ხაზები, ავიაკომპანიები, საფოსტო გადამზიდავები, აეროპორტები, ტერმინალები (საწყობები), ექსპედიტორები, საავტომობილო გადამზიდავები, რკინიგზა, ბროკერები, ბანკები, სადაზღვევო კომპანიები)შორისაც;

 

· სისტემამიიღებს, გადაამუშავებს და დაინტერესებულ მხარეს ელექტრონულად გადაცემს საჭირო ინფორმაციას სასურველ ფორმატში;

 

· TFS ამცირებსხარჯებსა და დროს, რომელიც ვაჭრობისა და გადაზიდვისათვის სავალდებულო დოკუმეტაციის მოსამზადებლად არის საჭირო, შესაბამისად მცირდება პროცედურების რაოდენობა, ჩქარდება ლოგისტიკისა და ტვირთის განბაჟების პროცესი;

 

· სისტემის საშუალებით ვაჭრობისა და გადაზიდვის პროცესში ჩართულ რგოლებს აქვთ საშუალება მოახდინონ ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლასთან დაკავშირებული ლოგისტიკური პროცესების ოპტიმიზაცია და გააუმჯობესოს კონკურენტული პოზიცია;

 

· ერთიანი სავაჭრო ქსელის იმპლემენტაციის შედეგად, ხელმისაწვდომი გახდება 24 საათიანი სერვისი ნებისმიერი ადგილიდან, შემცირდება მართვისა და ადმინისტრირების ხარჯები, გაიზრდება ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და შემცირდება შეცდომის დაშვების ალბათობა;

 

· სისტემა კომერციული ინფორმაციის კონფიდენციალურობის გარანტიას იძლევა;

 

· სისტემის ეფექტურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში მოქმედი სუბიექტების ჩართულობაზე;

· ერთიან საერთაშირისო სავაჭრო ქსელში ჩართვა ნებაყოფლობითია;

 

· იმპლემენტაცია უნდა მოხდეს ეტაპობრივად. საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ მსგავსი სისტემები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წლების განმავლობაში ვითარდებოდა და ეტაპობრივად მოიცავდა საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებულ უამრავ ბიზნეს პროცესს;

 

· სისტემაშიჩასართავად თითოეულ დაინტერესებულ მხარესთან წარიმართება ერთობლივი მუშაობა მისი საინფორმაციო სისტემების ინტეგრირების მიზნით;

 

· ფოთის პორტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ერთიანი სავაჭრო ქსელი ყოველწლიურად ჩაანაცვლებს 1 მილიონ ქაღალდის დოკუმენტს. ამავე კვლევის მიხედვით ვაჭრობისა და ლოგისტიკის სფეროში მოქმედი ბიზნესებისთვის მოსალოდნელი წლიური დანაზოგი 4.5 მილიონი ლარია.