Tavmjdomare

ძვირფასო მეგობრებო,

მოხარული ვარ, მოგესალმოთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით. ვებგვერდზე ჩვენ წარმოგიდგენთ ინფორმაციას სააგენტოს როლის, პროექტებისა და მიმდინარე სიახლეების შესახებ.

მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში გვაქვს საშუალება ვიმუშაოთ ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა საქართველოში ელექტრონული მმართველობის განვითარება, მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის შექმნა და ქვეყნის ინფორმაციული და კიბერ უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

მიგვაჩნია, რომ 21-ე საუკუნეში აღნიშნული მიმართულებები ძალზედ მნიშვნელოვანია. მით უფრო, რომ ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს სატრანსპორტო და ენერგო მატარებლების სატრანზიტო ჰაბს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენთვის პრიორიტეტულია როგორც ელექტრონული მმართველობის პლატფორმების, ისე მოქნილი ინფორმაციული და კიბერ უსაფრთხოების სისტემების ჩამოყალიბება.

გარდა ამისა, როგორც ნებისმიერი თანამდეროვე სახელმწიფოსთვის, საქართველოსთვისაც უდიდეს ღირებულებას წარმოადგენს ინფორმაციული აქტივები. თანამედროვე სამყაროში ორგანიზეციებისთვის სწორედ ინფორმაციაა ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი. ამ აქტივების ეფექტურად მართვა, გადაცემა და დაცვა კი უაღრესად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის.

იმედი მაქვს, ვებგვერდი მეტ ინფორმაციას მოგაწვდით როგორც მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, ისე მისი ფუნქციების შესახებ.


ირაკლი გვენეტაძე
თავმჯდომარე