22 მაისი, 2011

ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრი

  

უკანასკნელი წლებში სხვადასხვა საჯარო სამსახური სულ უფრო ინტენსიურად იყენებს ინფორმაციული ტექნოლოგიების შესაძლებლობებს თავის ყოველდღიურ საქმიანობაში და მოსახლეობასთან ურთიერთობაში. ამასთან, მრავალი საინფორმაციო სისტემის ერთობლივი მუშაობა იწვევს ინფორმაციის ნაკადის ზრდას, და, შესაბამისად, წარმოშობს სახელწმიფოს მიერ შეთავაზებული სხვადასხვა ელექტრონული მომსახურების ერთმანეთში კოორდინაციის აუცილებლობას.

ამ მიზნების გადასაწყვეტად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში შემავალი სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ინიციატივით, მომზადდა კანონი „ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ“. ამ ინიციატივის არსია აღწეროს საქართველოს საჯარო სექტორში არსებული საინფორმაციო რესურსები და შექმანს ქვეყანაში არსებული მონაცემთა ბაზების, რეესტრების, საინფორმაციო სისტემებისა და მომსახურების ერთიანი კატალოგი – ე.წ. „ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრი“. კანონი პარლამენტის მიერ მიღებული იქნა 2011 წლის საგაზაფხულო სესიაზე და ძალაში შედის 2011 წლის 1 ივნისს.

კანონის მომზადებამდე ჩატარდა სხვადასხვა ქვეყნების გამოცილდების კვლევა. ამ მხრივ ყველაზე თავსაჩინოდ და სამაგალითოდ მიჩნეულ იქნა უნგრეთისა და ესტონეთის მიერ დანერგილი ერთიანი რეესტრები. ამ ქვეყნებში, ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრი, გარდა აღწერილობითი ფუნქციისა, ასევე ითავსებს სახელმწიფო სექტორში ინფორმაციის შექმნის, დამუშავებისა და გაცემის მაკოორდინირებელ როლს. სწორედ ამ სამომვლო მიზანს ითვალისწინებს საქართველოს კანონი „ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ“. კერძოდ, კანონმა მომვალაში უნდა დაადგინოს სახელმწიფო დაწესებულებებში ინფორმაციასთან მუშაობის ერთიანი სტანდარტები, რაც გაზრდის სხვადასხვა უწყებათა მუშაობის შეთანხმებულობას და დაზოგავს საჯარო რესურსებს.

ამ ამოცანების განხორციელების მიზნით, კანონი „ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ გვთავაზობს მთელ რიგ ახლებურ განმარტებას, თუ რა არის მონაცემი, მონაცემთა ბაზა, საინფორმაციო სისტემა, რეესტრი, კატალოგი და მრავალი სხვა ტექნიკური, მაგრამ აუცილებელი ტერმინი.

კანონპროექტის მთავარ არსს წარმოადგენს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებზე ვალდებულების დაკისრება, ერთიან რეესტრში დაარეგისტრიროს მის ხელთ არსებული სხბადასხვა მონაცემთა ბაზა, რეესტრი, ინფორმაციული სისტემა და ელექტრონული მომსახურება. რეგისტრაცია ხორციელდება წინასწარ დადგენილი ფორმის შესაბამისად, რომლითაც განისაზღვრება იმ ინფორმაციის ზუსტი ჩამონათვალი, რომელიც ერთიან რეესტრს უნდა მიეწდოს. რეგისტრაციას ასევე საჭიროებს ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილება, განვრცობა, კომბინირება (გაერთაინება), გაუქმება, განადგურება და სხვა მოქმედება, რომლითაც იცვლება საჯარო დაწესებულებაში არსებული მონაცემთა ბაზა, რეესტრი თუ სხვა ინფორმაციული რესურსი. ყველა ეს შეტყობინება მიეწოდება ერთიანი რეესტრის მწარმოებელს – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს.

კანონი ასევე ადგენს ინფრომაციული რესურების (მონაცემთა ბაზა, რეესტრი, საინფორმაციო სისტემა და მომსახურება) წარმოების რამოდენიმე ძირითად წესს, რომელიც ხელს უწყობს ამ სფეროში ერთიანი მიდგომებისა და პრაქტიკის ჩამოყალიბებას. მათ შორის არის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხები და ინფორმაციის საჯაროობის მიღებული წესების აღიარება. ამასთან, კანონის აღსრულება, ანუ კანონპროექტით დაკისრებულ ვალდებულებათა შესრულება გაკონტროლდება ისეთი ზომებით, როგორიცაა მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ გაცემული წერილობითი შეტყობინებები და რეკომენდაციები. საყურადღებოა, რომ ინფორმაციის ერთიან სახელმწიფო რეესტრში არ შედის და არ მუშავდება მონაცემები კერძო სამართლის პირების მონაცემთა ბაზების, რეესტრების, საინფორმაციო სისტემებისა და მომსახურების შესახებ.

ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დონისა და გავრცელებულობის გათვალისწინებით, ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის ინიციატივა საკმაოდ დროულია. ერთიანი რეესტრის წარმოაება ხელს შეუწყობს სახელმწიფო სექტორში მონაცემთა გაცვლის ეფექტურობის ზრდას და დაადგენს ინფორმაციასთან მუშაობის გარკვეულ სტანდარტებს, განსაკუთრებით იქ, სადაც ინფორმაციის მისაწვდომობა და ორგანიზებულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოსათვის, ისე მოსახლეობის ინტერებისათვის.