16 აპრილი, 2011

ელ-მმართველობის განვითარების პროექტი

  

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ ევროკავშირის „დაძმობილების“ (TWINNING) პროგრამის ფარგლებში მომზადებული პროექტი 2011 წლის ივნისში ბრიუსელის ოფისმა დაამტკიცა. პროექტის მომზადება, რომლის მიზანია საქართელოში ელექტრონული მმართელობის განვითარების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით გრძელვადიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა, მონაცემთა გაცვლის სააგენტომ 2010 წლის ოქტომბრიდან დაიწყო.

პროექტი საქართველოში ელექტრონული მმართელობის განვითარების მხრივ სამ ძირითად ეტაპად იყოფა: 1) ელექტრონულ მმართველობასთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნებში ადაპტირებული პრაქტიკის საუკეთესო მოდელების ქართულ რეალობაში იმპლემენტაცია; 2) შესაბამისი რეგულაციებისა და სტანდარტების დანერგვა 3) ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების ფუქნციონირების უზრუნველყოფა მძლავრი ინსტიტუციონალური მექანიზმის - კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფის (CERT) მეშვეობით.

„მოხარულნი ვართ, რომ ჩვენს მიერ მომზადებული პროექტი, რომელიც ევროკავშირის „დაძმობილების“ პროგრამის ფარგლებში დავიწყეთ, რეკორდულად მცირე დროში დამტკიცდა. ეს მეტყველებს, რომ ჩვენი სააგენტოს მიმართ ევროპელი კოლეგების ინტერესი დიდია და მათ აქვთ იმის მოლოდინი, რომ აღნიშნული პროექტი წარმატებით დასრულდება, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. დამტკიცებული პროექტი უკვე გადაგზავნილია ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში და ვიმედოვნებთ, რომ პროექტის განხორციელება უკვე 2011 წლის შემოდგომიდან დაიწყება. ჩვენ ვაფასებთ ჩვენი პარტნიორებისა და დონორების მისწრაფებას დაეხმარნონ საქართველოს ინფორმაციული საკომუნიკაციო სფეროს განვითარებაში.“ -ირაკლიგვენეტაძე, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:http://eeas.europa.eu/delegations/georgia/funding_opportunities/grants/index_en.htm;https://webgate.ec.europa.eu/europeaid/online-services/index.cfm?ADSSChck=1309505612212&do=publi.welcome&searchtype=AS&zgeo=35442&debpub=01%2F01%2F2011&orderby=upd&orderbyad=Desc&nbPubliList=15&page=1