CERT.GOV.GE საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ფარგლებში ფუნქციონირებს. CERT.GOV.GE-ს პასუხიმგებლობაა რეაგირება მოახდინოს საქართველოს სამთავრობო ქსელში და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში დაფიქსირებულ კომპიუტერულ ინციდენტებზე. CERT.GOV.GE-მ ოპერირება დაიწყო 2011 წ. იანვარში. ვინაიდან ამ ეტაპზე საქართველოში არ ფუნქციონირებს ნაციონალური კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფი, CERT.GOV.GE ქვეყანაში მომხდარ ყველა კრიტიკულ კომპიუტერულ ინციდენტს იკვლევს.

CERT.GOV.GE-ს მისია:

CERT.GOV.GE-ს მთავარი მისიაა ქვეყანაში მომხდარ კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების მოხდენა, მათი გაანალიზება და რეკომენდაციების გაცემა.

CERT.GOV.GE-ს ოპერირება მნიშვნელოვნად ამცირებს ქვეყანაში კიბერ ინციდენტების რაოდენობას.

CERT.GOV.GE მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყანის ინფორმაციული უსაფრთხოების პოპულარიზაცის პროცესში.

CERT.GOV.GE-ს სერვისები:

· 
გაფრთხილებები და შეტყობინებები;
· ინციდენტებთან გამკლავება;
· უსაფრთხოების აუდიტი და სისუსტეების შეფასება;
· საგანმანათლებლო ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები;
· IDS სისტემების გამართვა.

CERT.GOV.GE-ს პარტნიორები


დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ RFC2350 დოკუმენტი.

საკონტაქტო ელ. ფოსტა:  cert@dea.gov.ge
 https://www.facebook.com/certgovge