აქციის ფარგლებში კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფის წევრები უსაფრთხოების სხვადასხვა ხელსაწყოების გამოყენებით მოახდენენ 5 შერჩეული ვებგვერდის სკანირებას და მოამზადებენ ანგარიშს, რომელშიც აღწერილი იქნება ვებგვერდზე აღმოჩენილი უსაფრთხოების სისუსტეები და მათი მოგვარებისთვის გაცემული რეკომენდაციები.

აქციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს, რომლებიც ფლობენ ვებგვერდს და სურვუილი აქვთ გაეცნონ საკუთარ ვებგვერდებზე უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობას.

იმისათვის, რომ ვებგვერდმა დააკმაყოფილოს აქციის პირობები, მისმა მფლობელმა პიროვნებამ ან ორგანიზაციამ კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფს უნდა მიმართოს წერილით (შევსებული აპლიკაციის ფორმა), რომელშიც დეტალური დასაბუთების თანხლებით აღწერილი იქნება ვებგვერდის დანიშნულება და მომხმარებლისთვის მისი მნიშვნელობა. წერილი უნდა გამოიგზავნის მიმდინარე წლის 11 ივლისამდე, შემდეგ მისამართზე:
cert@dea.gov.ge

ტესტის პროცესში გამოვლენილი შეიძლება იყოს შემდეგი ტიპის სისუსტეები:

·
XSS, SQLi, LFI, RFI, CSRF და ა.შ.

აქციაში მონაწილეობა არ შეუძლიათ ისეთ ვებგვერდებს, რომლებზეც განთავსებულია 18+ და სხვა არალეგალური კონტენტი.

სამწუხაროდ, ჩვენი რესურსები შეზღუდულია, ამიტომ აქციის ფარგლებში შემოწმდება მხოლოდ პირველი ხუთი ვებგვერდი, თუმცა აქცია მომავალშიც გაგრძელდება!

აქციაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ შეავსოთ აპლიკაციის ფორმა
(აპლიკაციის ჩამოტვირთვა) და გამოგზავნოთ ზემოაღნიშნულ მისამართზე.