უსაფრთხო ინტერნეტი

უსაფრთხო DNS სერვერი, რომლის მოხმარების შემთხვევაში თქვენს ქსელში ავტომატურად იქნება დაბლოკილი ისეთი ვებგვერდები, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ კომპიუტერებისთვის. საუბარია არასაბავშვო, დაინფიცირებულ და ე.წ. „ფიშინგ“ კონტენტზე. სერვისის გააქტიურებისას მაქსიმალურად მცირდება რისკი, რომ თქვენი კომპიუტერი დაინფიცირდეს.

აღნიშნული სერვისის გამოყენება შესაძლებელია როგორც ორგანიზაციებისთვის, ისე კერძო პირებისთვის. სერვისის გასააქტიურებლად საჭიროა გამოიყენოთ ჩვენი DNS მისამართები:

5.159.16.16
5.159.20.20