ინციდენტებზე რეაგირება

კიბერუსაფრთხოების დარღვევის ან კიბერშეტევის დროს ჩვენ მოვახდენთ თქვენი კომპიუტერული ინფრასტრუქტურის ანალიზს და გარკვეულ ეტეპამდე ჩვენ თავზე ავიღებთ IT პროცესების მართვას.

შედეგად დადგინდება თუ საიდან და როგორ მოხდა შეტევის განხ
ორციელება და სისტემაში შემოჭრა, რა ინფორმაცია დაიკარგა ან რა ზიანი მიადგა კომპანიას. მოხდება უსაფრთხოების აღდგენა, პრევენცია გაუკეთდება ინფორმაციის მომავალში დაკარგვას, შეჩერდება მოქმედი კიბერშეტევა, გაიცემა რეკომენდაციები და მომზადდება დეტალური ანგარიში კიბერშეტევის შესახებ.

კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებისთვის შექმნილია ინციდენტების მართვის სისტემა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ოპერატიულად - 24 საათის განმავლობაში მოგვაწოდონ ინფორმაცია მიმდინარე კიბერინციდენტის შესახებ.