მოქალაქის პორტალი - MY.GOV.GE

უკანასკნელი წლების განმვალობაში საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის პროცედურების გამარტივება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად გამოიყენება თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიური სისტემები, რომელებიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს სახლიდან თუ სამუშაო ადგილიდან გაუსვლელად დისტანციურად, ერთი ფანჯრის პრინციპით ისარგებლოს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის მომსახურებით.

მოქალაქის პორტალზე my.gov.ge სხვადასხვა მომსახურების მიღება ახალი პირადობის მოწმობის გამოყენებით ან მომხმარებლის სახელისა და პაროლის მეშვეობით არის შესაძლებელი. მოქალაქე დისტანციურად, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად რამდენიმე მარტივი კომბინაციის განხორციელებით მიიღებს სხვადასხვა სახის მომსახურებას - იქნება ეს პიროვნებასთან (პასპორტი, სხვადასხვა სახის მოწმობები, გვართან დაკავშირებული საინტერესო ინფორმაცია), ქონებასთან, სოციალურ მომსახურებასთან, ჯანდაცვასთან ან ბიზნესის წამოწყებასთან დაკავშირებული პროცედურები თუ კომუნალური, სხვადასხვა სახის ჯარიმებისა და სხვა გადასახდელების გადახდა.

მოქალაქის პორტალის შექმნით საქართველო ჩადგა მსოფლიოს ტექნოლოგიურად მაღალგანვითარებული ქვეყნების რიგში. მოქალაქის პორტალი არის საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამარტივდეს მოქალაქეს, ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა და ეს ურთიერთობა იყოს მაქსიმალურად მარტივი, კომფორტული და უსაფრთხო.


www.my.gov.ge

www.facebook.com/my.gov.ge