მალაიზიის დელეგაციის ვიზიტი
19 მარტი, 2015


საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მალაიზიის დელეგაცია ესტუმრა, რომელსაც კუალა ლუმპურის მერი აჰმად ფეზალ ტალიბი ხელმძღვანელობს. სააგენტოს წარმომადგენლებმა სტუმრებს დეტალურად გააცნეს საქართველოში ელექტრონული მმართველობის, მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის, ელექტრონული სერვისებისა და ღია მმართველობის მიმართულებით განხორციელებული პროექტები, ასევე გაუზიარეს ის გამოცდილება, რომელიც სააგენტოს უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში აღნიშნული მიმართულებებით დაუგროვდა.

ვიზიტის ფარგლებში მალაიზიელი სტუმრები ასევე შეხვდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს და თბილისი მერს, დავით ნარმანიას.

სხვა შეხვედრები გაიმართა საჯარო რეესტრისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტობეში, იუსტიციის სახლში, სართიჭალის საზოგადოებრივ ცენტრში, ფინანსთა სამინისტროში, თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში და სხვა.

„მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი საქართველოს გამოცდილების გაზიარებით სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ინტერესდებიან. დღეს ჩვენს მალაიზიელ კოლეგებს გავაცანით სააგენტოს მუშაობის სფეციფიკა და ყველა ის პროექტი, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანაში ელექტრონული მმართველობისა და ელექტრონული სერვისების განვითარებასთან“, - განაცხადა ირაკლი გვენეტაძემ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარემ.

მალაიზიელი სტუმრები ასევე გაეცნენ საქართველოში კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების განვითარების ტენდენციებს და ელექტრონული სერვისების ერთი ფანჯრის პრინციპით მიწოდების ონლაინ პლატფორმას - მოქალაქის პორტალს (MY.GOV.GE).

დელეგაციის ვიზიტი 16 მარტს დაიწყო და 20 მარტს დასრულდება.