საერთაშორისო თანამშრომლობა კიბერუსაფრთხოების სფეროში
26 იანვარი, 2015

საქართელოს
იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარემ და ამავე სააგენტოს იურიდიული სამმართველოს უფროსმა შეხვედრები გამართეს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, სადაც განიხილეს ნატო-მეცნიერება მშვიდობისა და უსფრთხოებისთვისპროგრამის (SPS) ფარგლებში კიბერუსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის სფეროში რეგიონული თანამშრომლობითი მექანიზემების ჩამოყალიბების საკითხებზე მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ წარდგენილი განაცხადის მხარდაჭერის საკითხი.

მონაცემთა
გაცვლის სააგენტოს ინიციატივას, რომელსაც საქართველოში ამ სფეროში უფლებამოსილების მქონე სხვა სახელმწიფო ორგანოებიც უცხადებენ თანხმობას, გულისხმობს საქართველოში კიბერუსაფრთოხების სფეროში რეგიონული თანამშრომლობის შესაძლო მექანიზმების მოკვლევისა და ანალიზის შესახებ საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას და აღნიშნული ღონისძიებისთვის ნატო-მეცნიერება მშვიდობისა და უსფრთხოებისთვისპროგრამის მიერ დაფინანსების გამოყოფას.

ნატოში
საქართველოს მისიის მხარდაჭერითა და ორგანზიებით სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს რეგიონისა (სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა) და ნატოს წევრი ქვეყნების (რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთ, აშშ, გერმანი) წარმომადგენლებთან.

სააგენტოს
ტავმჯდომარის მიერ საქართველოს კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობის, შესაძლებლობებისა და მიზნების შესახებ გაკეთებული პრეზენტაციისა და ნაყოფიერი დისკუსიის შედეგად, ზემოაღნიშნული ქვეყნების წარმომადგენლებმა მოიწონეს საქართველოს ინიციატივა.

ეს
იყო პირველი წარმატებული ნაბიჯი საქართველოს ინიციატივით კიბერუსაფრთხოების სფეროში რეგიონული ურთიერთთანამშრომლობის ჩამოყალიებების პროცესში. აღნიშნული ვიზიტის შედეგად მოსალოდნელია, რომ NATO- წევრი ქვეყნები თანხმობას განაცხადებენ მეცნიერება მშვიდობისა და უსფრთხოებისთვისპროექტის ფარგლებში საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების შესახებ.

ამ
მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს კიბერუსაფრთხოების სფეროში ცნობილი სხვადასხვა ქვეყნის 50-მდე ექსპერტი, ასევე სამთავრობო და კვლევითი ორგანზიაციების სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლები.