CYBER-EXE საქართველო 2014 - კიბერსავარჯიშო საჯარო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის
25 სექტემბერი, 2014


საგამოფენო ცენტრექსპო ჯორჯიაშისაქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტომ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მხარდაჭერით, პირველად საქართველოში გამართა კიბერუსაფრთხოების სავარჯიშოები/შეჯიბრება - CYBER-EXE საქართველო 2014.

აღნიშნული
ღონისძიების მიზანია საჯარო და კომერციული ორგანზაციების ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტების მომზადება კიბერუსაფრთხოების კრიზისული სიტუაციებისთვის და მათ შორის ურთიერთთანამშრომლობის მექანიზმების ჩამოყალიბება.

“კიბერუსაფრთხოება 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. საქართველოს სახელმწიფო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყნის კიბერუსაფრთხოების დონის ამაღლებას. ამ მიმართულებით, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ძალისხმევით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და ამჟამადაც ხორციელდება. კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია შესაბამისი უნარ-ჩვევებით აღჭურვილი კადრების არსებობა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ორგანიზაციებში. ამ მიმართულებით დღევანდელი ღონისძიება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან პირველად საქართველოში, სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურის შესაბამისი პროფილის თანამშრომლებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ რეალურ სავარჯიშოებში და გამოსცადონ საკუთარი თავი იმიტირებული კიბერშეტევების გაუვნებელყოფის პროცესში.” - აღნიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ბურჭულაძემ.

აღნიშნული
სავარჯიშო შეჯიბრის ხასიათს ატარებს, რომლის დროსაც თითოეული მონაწილე ორგანიზაციის გუნდი წინასწარ მომზადებული კიბერშეტევის პირობებში განახორციელებს ვირტუალური სივრცის დაცვის ოპერაციას. სავარჯიშოს შედეგად გაანალიზდება თითოეული გუნდის სუსტი და ძლიერი მხარეები და გუნდების გაძლიერების მიზნით მომზადდება რეკომენდაციები.

მსგავი
ფორმატი მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა და მასწითელი და ლურჯიჯგუფების სავარჯიშოებს უწოდებენ.

მოხარულნი ვართ, რომ აღნიშნულ ღონისძიებას ვუწევთ ორგანიზებას. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფის CERT.GOV.GE- გარდა, ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და პოლონეთის კიბერუსაფრთხოების ფონდი. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ღონისძიების მხარდაჭერისთვის.“ - განაცხადა ირაკლი გვენეტაძემ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარემ.

ღონისძიებაში 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. თითოეული გუნდი წარმოდგენილი იქნება 2-3 წევრით. მონაწილეები წარმოადგენენ როგორც საჯარო, ისე კერძო სტრუქტურების შესაბამისი მიმართულების სპეციალისტებს. დაგეგმილია
, რომ CYBER-EXE საქართველო ტრადიციულ ღონისძიებად იქცეს და კიდევ უფრო მეტი წვლილი შეიტანოს ქვეყნის კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების განვითარების საქმეში.