რუსთაველის გამზირზე გამართულ პავილიონში მონაცემთა გაცვლის სააგენტომ მოქალაქის პორტალი MY.GOV.GE წარადგინა
27 მაისი, 2014

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პავილიონში მოქალაქეებს მთელი დღის განმავლობაში შეეძლოთ გაცნობოდნენ მოქალაის პორტალის (MY.GOV.GE) მუშაობის პრინციპს და ადგილზევე გაევლოთ რეგისტრაცია.

მონაცემთა გაცვლის სააგენტოს სტენდთან მოქალაქეებს ასევე საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ კიბერუსაფრთხოების ძირითად მიმართულებებს და მიეღოთ შესაბამისი ილუსტრირებული მასალა.

„მოქალაქის პორტალმა, რომელიც მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ არის შექმნილი, დიდი დაინტერესება გამოიწვია. მთელი დღის განმავლობაში არ წყდებოდა დაინტერესებული ადამიანების ნაკადი, რომლებსაც ჩვენი თანამშრომლები მოქალაქის პორტალზე ადგილზევე არეგიტრირებდნენ. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ დიდი მოწონება დაიმსახურა კიბერუსაფრთხოების თემაზე შექმნილმა ილუსტრირებულმა კალენდარმა, რომელიც ინტერნეტთან, მობილურ მოწყობილობებთან, ანტივირუსულ პროგრამებთან დაკავშირებით სასარგებლო ინფორმაციას იძლევა.“ - აღნიშნა ირაკლი გვენეტაძემ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარემ.

იუსტიციის
სამინისტრო საკუთარი ქოლგის ქვეშ ყველაზე მეტ სახელმწიფო სერვისს აერთიანებს. იუსტიციის სამინისტროს გამგებლობაში შემავალი სსიპ-ები მოქალაქეებს სწრაფ, ხარისხიან მომსახურებასა და გამარტივებულ ელქტრონულ სერვისებს სთავაზობენ.