მონაცემთა გაცვლის სააგენტომ დაძმობილების (TWINNING) პროექტი დაასრულა
21 მაისი, 2014

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტომ, ავსტრიის ევროპული ინტეგრაციისა და ეკონომიკური განვითარების სააგენტოსთან ერთად, სასტუმროშერატონ მეტეხი პალასშიდაძმობილების (TWINNING) პროექტის დახურვის ოფიციალური ღონისძიება გამართა.

დაძმობილების
(TWINNING) პროექტის მიზანს საქართველოში ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით გრძელვადიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა.

ღონისძიება გახსნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბურჭულაძემ. დამსწრე აუდიტორიას სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის ელჩმა სილვია მეიერ-კაჟბიჩმა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ ბორის იაროშევიჩმა.

პროექტი
სამ ძირითად ეტაპად იყოფოდა: 1) ელექტრონული მმართველობის განვითარების მიმართულებით ევროკავშირის ქვეყნებში ადაპტირებული პრაქტიკის საუკეთესო მოდელების ქართულ რეალობაში გადმოტანა; 2) შესაბამისი რეგულაციებისა და სტანდარტების დანერგვა; 3) ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების ფუქნციონირების უზრუნველყოფა მძლავრი ინსტიტუციონალური მექანიზმის - კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფის (CERT.GOV.GE) მეშვეობით.

პროექტის ფარგლებში შედგა 75-მდე საექსპერტო მისია, ასევე 8 სასწავლო ვიზიტი, რომლის დროსაც მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წარმომადგენლები ელექტრონული მმართველობის განვითარებასთან, ინფორმაციულ უსაფრთხოებასა და საკანონმდებლო ბაზებთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ საუკეთესო გამოცდილებას გაეცნენ.

საექსპერტო მისიების დროს გამართულ შეხვედრებში აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა სახელმწიფო უწყება, რომელიც საქართველოში ელექტრონული მმართველობის განვითარების პროცესში მონაწილეობს. ევროპელი ექსპერტების მიერ ასევე ჩატარდა 2 გასვლითი სემინარი ქართული მედიის სხვადასხვა საშუალების წარმომადგენლებისთვის.

პროექტის ძირითად მიზანს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთვის არსებითი დახმარების გაწევა წარმოადგენდა, რათა ეფექტიანად შევძლოთ ელექტრონული მმართველობის სტრატეგიის განხორციელება. აღნიშნული სტრატეგია სწორედ დაძმობილების პროექტის ფარგლებში ევროპელი ექსპერტებისა და საქართველოს საჯარო სექტორის წარმომადგენლების აქტიური თანამშრომლობის შედეგად მომზადდა. ეს არის ელექტრონულის საქართველოს (sGeorgia) სტრატეგია, რომელიც 2014-2018 წლებზეა გათვლილი. პროექტმა ასევე შესაძლებლობა მოგვცა გაგვეზიარებინა ევროკავშირის ქვეყნებში ელექტრონულ მმართველობასთან დაკავშირებით არსებული პრაქტიკა და დაგვემყარებინა მჭიდრო საქმიანი კონტაქტები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.“ - ირაკლი გვენეტაძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე.

პროექტი 2012 წლის დეკემბერში დაიწყო და
18 თვის განმავლობაში გრძელდებოდა, პროექტის ბიუჯეტი კი 1.2 მილიონ ევროს შეადგენდა.

„ელ-მმართველობის მიზანია საჯარო ადმინისტრირების ეფექტიანობისა და ხარისხის გაზრდა. ელ-მმართველობა მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის სახელმწიფოსთან კომუნიკაციას აადვილებს, ამცირებს ხარჯებს და მნიშვნელოვნად აჩქარებს სახელმწიფო მმართველობის განხორციელების პროცედურებს. ამდენად, ტერმინი ელ-მმართველობა თანამედროვე სახელმწიფოს სიმბოლოდ მოიაზრება. მოხარულნი ვართ, რომ დაძმობილების პროექტის ფარგლებში შესაძლებლობა მოგვეცა 18 თვის მანძილზე ნაყოფიერად გვემუშავა მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან და მთლიანად საქართელოს საჯარო სექტორის - სხვადასხვა სამინისტროებისა და სააგენტოების წარმომადგენლებთან.“ - კრისტიან რუპი, ავსტრიის ელ-მმართველობის ფედერალური აღმასრულებელი მდივანი, ავსტრიის ფედერალური კანცელარია.

პროექტი
განხორციელდა ევროკავშირის დაძმობილების (TWINNING) პროგრამის ფარგლებში.