ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო კომისიის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა
06 მაისი, 2014
ელექტორნული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო კომისიის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციისა და სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სამი ძირითადი საკითხი განიხილეს. განხილული საკითხები ინფორმაციული უსაფრთხოების, საერთაშორისო სავაჭრო ქსელისა და IT სამსახურების განვითარებისა და ოპტიმიზაციის მიმართულებებს ეხებოდა.

კომისიის მიზანია საქართველოში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სისტემების მეშვეობით ელექტრონული მმართველობის განხორციელების საკითხების კოორდინირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება. მის შემადგენლობაში შედის ყველა სამინისტრო, რომლებიც წარმოდგენილია მინისტრის მოადგილეებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებაზე პასუხისმგებელი პირებისგან; ასევე, საქართველოს პარლამენტის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა.

კომისიის ფარგლებში შექმნილია 9 სამუშაო ჯგუფი, რომლიც გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშს კომისიის წევრებს გარკვეული პერიოდულობით წარუდგენს.

ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობ სახელმწიფო კომისიას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე კი იუსტიციის მინისტრია.