მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წარმომადგენლებმა კომერციული ბანკების წარმომადგენლებისთვის ტრენინგი ჩაატარეს
02 მაისი, 2014

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პოლიტკის სამმართველოს თანამშრომლებმა კომერციული ბანკების წარმომადგენლებისთვის ტრენინგები ჩაატარეს. ტრენინგის მიმდინარეობისას, რომლის მთავარი თემაც ინფორმაციული უსაფრთხოების საფუძვლები იყო, კომერციული ბანკების შესაბამისი პროფილის წარმომადგენლები ინფორმაციული უსაფრთხოების შესავლის, დანერგვისა და აუდიტის პრინციპებს გაეცნენ.

ტრენინგის მიზანია საჯარო თუ კერძო ორგანიზაციების შესაბამის პერსონალს გააცნოს ინფორმაციული უსაფრთხოების ძირითადი მიზნები და მოთხოვნები, რაც ორგანიზაციამ უნდა დააკმაყოფილოს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის ჩამოყალიბების, დანერგვის, ფუნქციონირებისა და გაუმჯობესების ყველა ეტაპზე. მონაცემთა გაცვლის სააგენტო მსგავს ტრენინგებს რეგულარულად ატარებს როგორც კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტების, ისე კერძო კომპანიების წარმომადგენლებისთვის, რათა ამ ორგანიზაციებში გაუმჯობესდეს ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ხარისხი და, ზოგადად, სტანდარტები შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებულ ნორმებთან.“ - ირაკლი ლომიძე, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პოლიტიკის სამმართველოს უფროსი.

ტრენინგს, რომელიც 28 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა საქართველოში მოქმედი შემდეგი კომერციული ბანკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ:
პროკრედიტბანკი, ვი-თი-ბი ბანკი, საქართველოს ბანკი და ბანკი კონსტანტა.

ხუთდღიანი ტრენინგი დასრულდება ტესტირებით, რომლის შედეგების საფუძველზეც გაიცემა შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი.