მონაცემთა გაცვლის სააგენტომ ინფორმაციული უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში 42-ე ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა
20 თებერვალი, 2014

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თანამშრომლებმა ინფორმაციული უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანის ფარგლებში ი. ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს. სააგენტოს წარმომადგენლები სკოლას მესამედ ეწვივნენ. პირველი 2 შეხვედრა შარშან გაიმართა და მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია სააგენტოს საქმიანობის, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ეტაპებისა და ელექტრონული მმართველობის შესახებ.

მესამე შეხვედრა მთლიანად დაეთმო ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებს.

„42-ე საჯარო სკოლასთან ჩვენ უკვე გვაქვს ურთიერთთანამშრომლობის გამოცდილება. ვინაიდან აღნიშნული სკოლა ტექნიკური პროფილისაა, მოსწავლეთა შორის ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ინტერესი განსაკუთრებით დიდია. საკუთარი ინიციატივით ამ სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ ინტერნეტ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში, ეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ეტაპებს. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ, გავაცანით ონლაინ უსაფრთხოების ძირითადი ასპექტები, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხდებით კომპიუტერთან მუშაობისა თუ მობილური მოწყობილობების გამოყენებისას. ასევე გადავეცით შესაბამისი თემატური საილუსტრაციო მასალა.“ - ირაკლი გვენეტაძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე.

მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თანამშრომლებმა მოსწავლეებს ასევე გააცნეს ამავე სააგენტოს დაქვემდებარებაში მოქმედი კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფის
(CERT.GOV.GE) ფუქნციები და მუშაობის სპეციფიკა.