ტრენინგი ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის საკითხებზე
22 ნოემბერი, 2013

18-22 ნოემბერს, იუსტიციის სასწავლო ცენტრში მონაცემთა გაცვლის სააგენტომ გამართა ტრენინგი ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის საკითხებზე. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო კრიტიკული ინფრასტრუქტურის სისტემების სუბიექტების 16-მა წარმომადგენელმა.

ტრენინგის მიზნად ისახავდა ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ასევე ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დაგეგმვის, დანერგვისა და აუდიტის ეტაპების გაცნობას.

ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციული უსაფრთხოების პრაქტიკაში დანერგვის გზებს, რათა მათი დაწესებულების საქმიანობა თავსებადი იყოს საქართველოს კანონთან ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ.

ტრეინინგის თემატიკა მოიცავდა სამ მიმართულებას: 
ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის შესავალი; ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა; ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის აუდიტი.