მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარემ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
03 დეკემბერი, 2013

2-3 დეკემბერს, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი გვენეტაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში Global Cybersecurity Cooperation: Challenges and Visions (http://bakucyber.az/en/), რომელიც ორგანიზებული იყო მსოფლიო ბანკისა და აზერბაიჯანის კომუნიკაციებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტროს მიერ.

აღნიშნული კონფერენცია პირველად ჩატარდა ბაქოში და მასში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა აზიის ქვეყნებზე.

მონაცემთა გაცვლის სააგენტოს სახელით ირაკლი გვენეტაძემ მოხსენება გააკეთა სააგენტოს საქმიანობისა და კბერუსაფრთხოების იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც დგას საქართველოსა და რეგიონის წინაშე.

„ღონისძიება მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო ორგანიზაციების კიბერუსაფრთხოების დარგის წარმომადგენლებთან, ასევე აზიის ქვეყნების სპეციალისტებთან ახალი კონტაქტების დამყარების თვალსაზრისითაც. განსაკუთრებით საინტერესოა ურთიერთობის დამყარება აზერბაიჯანულ მხარესთან, რომელთა მხრიდან გამოითქვა სამომავლო თანამშრომლობის დიდი სურვილი.“ - ირაკლი გვენეტაძე, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე.