მონაცემთა გაცვლის სააგენტო: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სკაიპით მომსახურება დროებით შეწყვიტა
14 ნოემბერი, 2013

იუსტიციის სამინისტროს სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტო გატყობინებთ, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მოქალაქეების დისტანციური მომსახურება სკაიპის საშუალებით დროებით შეწყვეტა. აღნიშნულის მიზეზი სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის განკუთვნილ სკაიპის მისამართზე უცხოეთიდან განხორციელებული კიბერ შეტევა გახდა, რის შედეგადაც მოხდა დაუდგენელი პირის მიერ სკაიპ მისამართის – sda.ge მითვისება. აღნიშნული მომხმარებლის სახელით დღეს არასანქცირებულად ვრცელდებადაინფიცირებული ფაილები.

გთხოვთ მოიქცეთ შემდეგნაირად:

1.
სკაიპის კონტაქტებიდან წაშალოთ sda.ge მომხმარებელი;

2. 
არ მიიღოთ აღნიშნული მომხმარებლის სახელით გამოგზავნილი ფაილები და არ გადახვიდეთ მიღებულ ლინკებზე, რადგან ისინი შეიცავენ ვირუსს.

დისტანციური მომსახურებით სარგებლობისთვის მომხმარებლებს შეუძლიათ ეწვიონ სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდს
მისამართზე - www.sda.gov.ge და ინტერნეტის საშუალებით მიიღონ იგივე სერვისი, რასაც სკაიპით იღებდნენ.

სსიპ
მონაცემთა გაცვლის სააგენტო, სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოსთან ერთად, ატარებს შესაბამის ღონისძიებებს აღნიშნული კიბერინციდენტისა და მისი შედეგების აღმოსაფხვრელად.