დაძმობილების (TWINNING) პროექტი: სასწავლო ვიზიტი დიდ ბრიტანეთში ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე
29 სექტემბერი, 2013

ევროკავშირის დაძმობილების (TWINNING) პროექტის - “ ელ-მმართველობის გაძლიერების ხელშეწყობა საქართელოშიფარგლებში 2013 წლის 23-27 სექტემბერს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პოლიტიკის სამმართველოს წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ დიდ ბრიტანეთში, . ლონდონში.

ვიზიტი
მიზნად ისახავდა CERT.GOV.GE- კომპეტენციის ამაღლებას და კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების შესაძლებლობების გაზრდას საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით.

ვიზიტის
ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ევროპის წამყვანი CERT (CSIRT) - CERT-ების ჯგუფებთან, როგორიცაა ესტონეთის, ავსტრიის, შვეიცარიის CERT-ები, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან (TERENA, TI).

ლონდონში
ვიზიტის ფარგლებში მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონფერენციაში - 40th TF-CSIRT Meeting.

კონფერენციაზე
განხილულ იქნა კომპიუტერული ინციდენტების სფეროში არსებული უახლესი გამოწვევები და მიღწეული შედეგები. აღნიშნულ თემაზე პრეზენტაციები გააკეთეს ისეთი მასშტაბის საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტებმა, როგორებიცაა Team Cymru და Trusted Introducer. სხვა მომხსენებლებად ასევე მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის მსხვილი საერთაშორისო კორპორაციების CERT-ების წარმომადგენლები.

შეხვედრებზე
განხილულ იქნა CERT-ებს შორის მონაცემების უსაფრთხოდ და ეფექტურად გაცვლის საკითხები, პროფესიული განვითარებისა საშუალებები - სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შეთავაზებული აქტუალური ტრენინგები, Single Sign On-ის საკითხები, ქსელის უსაფრთხოების მონიტორინგის საკითხები.

აღსანიშნავია
, რომ CERT.GOV.GE პირველად მონაწილეობდა მსგავსი ტიპის კონფერენციაში TI- სრულუფლებიანი, აკრედიტებული წევრის სტატუსით, რამაც მისი ჯგუფის წარმომადგენლებს დახურულ შეხვედრებზე დასწრებისა და TI- კომიტეტის წევრების არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მისცა.