დაძმობილების (TWINNING) პროექტი: მონაცემთა გაცვლის სააგენტომ ჟურნალისტებისთვის სემინარი გამართა
20 სექტემბერი, 2013

სემინარი თემაზე - „ელექტრონული მმართველობის გაშუქება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით - ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილების გაზიარება“ 18-20 სექტემბერს, ლოპოტას ტბის კომპლექსში გაიმართა.

სემინარის მსვლელობისას მოწვეული აუდიტორია - ქართული მასობრივი საინფორმაციო საშალებების წარმომადენლები გაეცნენ საქართველოშიელ-მმართველობის განვითარების ეტაპებს, არსებულ მდგომარეობას, შეხვდნენ ევროკავშირის მოწვეულ ექსპერტებს და მათგან მიიღეს ინფორმაცია ევროკავშირის ქვეყნებში ელექტრონული მმართველობის საკითხების გაშუქების საუკეთესო გამოცდილების შესახებ. წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის თემატური ინფორმაცია. სემინარის მსვლელობისას გაიმართა სახვადასხვა სახის ჯგუფური განხილვა დამსწრე აუდიტორიის მონაწილეობით.

სემინარის პირველ დღეს იმ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა, რომლებიც ჩართულები არიან ელ.მმართველობის განვითარების პროცესში, ჟურნალისტებს მიაწოდეს ინფორმაცია მათ უწყებებში მიმდინარე პროექტების შესახებ. პრეზენტაციები გააკეთეს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, იუსტიციის სახლის, ფინანსთა სამინისტროსა და კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლებმა.

სემინარის საბოლოო მიზანია, ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და ქართული სინამდვილის გათვალისწინებით საქართველოში ელექტრონული მმართველობის საკითხებისადმი მას-მედიის წარმომადგენლებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, რათა შემდგომ უკეთ მოხდეს ამ თემების საზოგადოებისთვის გასაგები ფორმით გაშუქება.