საჯარო ორგანიზაციებთან ელექტრონული კომუნიკაციის სერვისი დაინერგა
11 სექტემბერი, 2013

ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში, ანტიკორუფციული საბჭოს, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტისა და ამავე სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ინიციატივით შემუშავდა საჯარო დაწესებულებებთან ელექტრონული კომუნიკაციის სერვისი. აღნიშნული სერვისი მოქალაქეს შესაძლებლობას აძლევს სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია, ასევე ამა თუ იმ საჯარო ორგანიზაციაში ელქტრონულად გააგზავნოს ნებისმიერი სახის წერილი, მოთხოვნა და/ან საჩივარი და ელექტრონულადვე მიიღოს პასუხიაღნიშნული მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია მოქალაქის პორტალიდან MY.GOV.GE.

ელექტრონულად წარმოებულ კორესპონდენციაზე საჯარო ორგანიზაციიდან პასუხის მიღების შესახებ მოქალაქეს
 შეტყობინება ეგზავნება ელექტრონული ფოსტითა და მოკლე ტექსტური შეტყობინებითსაჯარო ორგანიზაციის პასუხის სრულად ნახვა კი მოქალაქეს შეეძლება მოქალაქის პორტალზე - „შესრულებული დავალებების“ სექციაშიმომხმარებელს აქვე ექნება საშუალება დაათვალიეროს მის მიერ სხვადასხვა დროს ამა თუ იმ საჯარო ორგანიზაციაში გაგზავნილი წერილები და მიღებული პასუხები.

მომსახურება
 ვრცელდება იმ საჯარო ორგანიზაციებზესადაც დანერგილია ელექტრონული საქმისწარმოების სისტემა (დღეისათვის 60-მდე საჯარო ორგანიზაცია). საქართველოს საჯარო სექტორში დღეს სამი ორგანიზაციის (იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების) მიერ შექმნილი ელექტრონული საქმისწარმოების სისტემა მოქმედებს. სიტემებს შორის ელექტრონული სახით დოკუმენტების გაცვლას უზრუნველყოფს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთ გაცვლის სააგენტოს ინფორმაციული სისტემების საინტეგრაციო ინფრასტრუქტურა.

მომსახურება
 ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან მოქალაქის პორტალზე.

„დღემდე საჯარო ორგანიზაციასთან კომუნიკაციისთვის მოქალაქეს წერილობით უნდა მიემართა შესაბამისი უწყებისთვის. ახალი მომსახურების მეშვეობით კი შესაძლებელი ხდება სხვადასხვა საჯარო უწყებებთან კომუნიკაცია დამყარდეს ელექტრონულად. ამისათვის მომხმარებელი უნდა შევიდეს მოქალაქის პორტალის საკუთარ გვერდზე. გვერდზე შესასვლელად შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ახალი პირადობის მოწმობა, ისე სახელი და პაროლი, რომლის მიღებაც შესაძლებელია იუსტიციის სახლებში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართელოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო, რომელიც ადმინისტრირებას უწევს მოქალაქის პორტალს MY.GOV.GE, არის მხოლოდ დამაკავშირებელი საშუალება შესაბამის სახელმწიფო უწყებასა და მომხმარებელს შორის და არ წარმოადგენს მოთხონილი ინფორმაციის მფლობელს. შესაბამისად, ინფორმაციის სიზუსტესთან, მიღების ვადებთან ან სხვა საკითხებთან დაკავშირებით მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს იმ საჯარო უწყებას, რომელსაც მიმართა.“ - რუსუდან მიხელიძე, საქართელოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი.