ინფორმაციული უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანია - მეორე ეტაპი
29 ივლისი, 2013

მონაცემთა გაცვლის სააგენტომ USAID-ის დემოკრატიული მმართველობის პროგრამა საქართველოში (G3) მხარდაჭერით ინფორმაციული უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის მეორე ეტაპის ფარგლებში 5 ახალი შემეცნებითი კლიპი გადაიღო. კლიპების შინაარსი ფარავს ინფორმაციული უსაფრთხოების ყველაზე მარტივ, მაგრამ მნიშვნელოვან ასპექტებს, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხვდება.

გასულ წელს ჩვენ უკვე გადავიღეთ 6 შემეცნებითი კლიპი, რომელსაც პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. ვინაიდან პირველი ეტაპი წარმატებული აღმოჩნდა, გადავწყვიტეთ გაგვეგრშელებინა კამპანია. ამჯერად საზოგადოებას შევთავაზებთ 5 ახალ კლიპს. თემატიკა არ შეცვლილა, თუმცა მთლიანად შეიცვალა კლიპების სცენარები. ამ კლიპების მიზანია ფართო აუდიტორიას მოვუყვეთ ინფორმაციული უსაფრთხოების იმ ელემენტარული ნორმების შესახებ, რომელთა დაცვაც მნიშვნელოვანია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც იყენებს ინტერნეტს, სოციალურ ქსელებს, სარგებლოს მობილური მოწყობილობებით, ამოწმებს ელექტრონულ ფოსტას ან სარგებლოს პლასტიკური საბანკო ბარათებით.

ამ
, ერთი შეხედვით ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურ სიტუაციებს, მრავალი საფრთხე ახლავს თან, რომელსაც ყურადღებას არ ვაქცევთ. შედეგად საფრთხე ექმნება ჩვენს პირად ინფორმაციას. ვფიქრობთ, კამპანიის ფარგლებში მომზადებული კლიპები დადებით როლს შეასრულებს საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლების საქმეში.“ - ირაკლი ლომიძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პოლიტიკის სამმართველოს უფროსი.