დაძმობილების (TWINNING) პროექტი: სამუშაო შეხვედრა ელექტორნული კომერციის საკითხებთან დაკავშრებით
20 ივლისი, 2013

2013 წლის 1-2 ივლისს, სასტუმროში „შერატონ მეტეხი პალასი“, მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და ავსტრიის ევროპული ინტეგრაციისა და ეკონომიკური განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა ელექტრონული კომერციის საკითხებთან დაკავშირებით.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, რომელთაც იმსჯელეს საქართველოში ელექტრონული კომერციის მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავების საჭიროებაზე, ასევე ამგვარი რეგულირების ძირითად პრინციპებსა და დებულებებზე. შეხვედრის მუშაობას კოორდინაციას უწევდა ავსტრიელი ექსპერტი, ავსტრიის სავაჭრო პალატის იურისტი, გერჰარდ ლაგა, რომელმაც მონაწილეებს გააცნო ევროკავშირისა და ავსტრიის გამოცდილება აღნიშნულ საკითხებში.

შეხვედრა ორგანიზებული იყო ევროკავშირის საჯარო სამსახურის დაძმობილების (
Twinning) პროექტის ფარგლებში და წარმოადგენს ელექტრონული მმართველობის საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოს მიმართულების ერთ–ერთ ღონისძიებას. პროექტი გააგრძელებს მუშაობას ელექტრონული კომერციის მარეგულირებელი ჩარჩოს ჩამოყალიბებისა და დახვეწის მიზნით.