CERT.gov.ge-ს ახალი მომსახურება
17 მაისი, 2011

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოში 2011 წლის იანვრიდან მოქმედებს კომპიუტერულ ინციდენტებზე სწერაფი რეაგირების ჯგუფი (CERT.gov.ge). აღნიშნული ჯგუფი დაკომპლექტებულია მაღალი კლასის სპეციალისტებით, რომლებსაც გავლილი აქვთ შესაბამისი მომზადება, რაც ითვალისწინებს კიბერ ინციდენტების აღნმოჩენას, რეგისტრირებას, ანალიზსა და შესაბამის რეაგირებას.

აღნიშნული ჯგუფი მომხმარებლებს ახალ სერვისს სთავაზობს - ეს არის საჯარო და კერძო სექტორის სისტემებისა და ინფრასტრუქტურის შეღწევადობის ტესტირება (Penetration testing).

„ტესტირების მიზანია შევამოწმოთ ამა თუ იმ სტრუქტურის საინფორმაციო ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა იმ კუთხით თუ რამდენად დაცულია იგი გარე შეღწევისგან, ანუ რამდენად ადვილია ამა თუ იმ სისტემაზე გარეშე პირმა - იქნება ეს კიბერ დამნაშავე თუ სხვა, მოახდინოს რეაგირება, შეაფერხოს ან სრულიად გააჩეროს მისი ფუნქციონირება. ეს კი ნებისმიეირ სტრუქტურის პარალიზებას იწვევს, რადგან თითოეული მათგანის მუშაობა დაფუძნებულია საინფორმაციო ტექნოლოგიებზე. ჩვენი მომსახურება ითვალისწინებს სუსტი მხარეების, პრობლემების აღმოჩენას და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას.“ - ირაკლი ლომიძე, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პოლიტიკის სამმართელოს უფროსი.

აღნიშნული მომსახურება მსოფლიოში უკვე არსებობს და ერთ-ერთ ძვირ სევისად არის აღიარებული. ამ ეტაპზე, მონაცემთა გაცვლის სააგენტო პარტნიორ ორგანიზაციებს უფასოდ სთავაზობს მომსახურებას. ამჟამად ტესტირება 2 ორგანიზაციაში მიმდინარეობს.