მონაცემთა გაცვლის სააგენტო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში პროექტის განხორციელებას იწყებს
30 ივლისი, 2013

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო ამავე სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვას იწყებს.

სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პოლიტიკის სამმართველოს თანამშრომლები პროექტის ფარგლებში, რომელიც 11 თვის განმავლობაში განხორციელდება, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გაუწევენ კონსულტაციას ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციის, რისკების მართვის სისტემის ჩამოყალიბებისა და ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურების ინფორმაციული უსაფრთხოების კანონთან შესაბამისობაში მოსვლასთან დაკავშირებით.

„ჩვენი სააგენტო მზად არის სხვადასხვა საჯარო უწყებებს გაუწიოს კონსულტაცია იმ სტანდარტებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილების კუთხით, რომელიც დადგენილია საქართელოს კანონით ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ. ჩვენს გუნდს აქვს შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება, რომ ეს პროცესი უმაღლეს დონეზე იქნას წარმართული და შედეგად ორგანიზაციამ მიიღოს საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია დღევანდელ სწრაფად განვითარებად ეპოქაში.“ - ირაკლი ლომიძე, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პოლიტიკის სამმართველოს უფროსი.