მონაცემთა გაცვლის სააგენტომ ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების საფუძვლებში ტრენინგების მორიგი ციკლი ჩაატარა
16 ივლისი, 2013

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტომ საჯარო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ტრენინგების მეორე სესია გამართა „ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების საფუძვლებში“.

ტრენინგები მიზანად ისახავს ორგანიზაციის პერსონალისთვის ინფორმაციული უსაფრთხოების რისკებთან შესაბამისი მოპყრობის უნარ-ჩვევებს გამომუშავებას, ინფორმაციული უსაფრთხოების დონეების, ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის პრინციპებსა და ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემებს გაცნობას.

ტრენინგები ეფუძნება ISO 27001 სტანდარტს და საქართველოს კანონს ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ, ასევე
ENISA-ს მიერ შექმნილ სავარჯიშოებს, რომელიც მსმენელს გაუუმჯობესებს კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების უნარებს.

მონაცემთა გაცვლის სააგენტო ტრენინგებს 2013 წლის ბოლომდე ყოველი თვის შუა რიცხვებში გამართავს.