ელ-საქართველოს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2014-2018
23 ივლისი, 2013

საქართველოსიუსტიციის სამინისტროს სსიპ-ის „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ და ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების (Twinning) პროექტი „ელექტრონული მმართველობის გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში“ ორგანიზებას უწევენ 2014-2018 წლსებისთვის ციფრული საქართველოს (Digital Georgia/e-Georgia) სტრატეგიული დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას.

დოკუმენტი წარმოადგენს საინფორმაციო-საკომუნიკაციო სფეროში ინიციატივების კოორდინირებულად დაგეგმვისა და განხორციელების პირველ მცდელობას, რათა მაქსიმალური ეფექტურობით მოხდეს სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული მიმართულების განვითარება როგორც საჯარო, ისე სამოქალაქო და კერძო სექტორში.

სტრატეგიის მიზანია სახელმწიფომ შეძლოს უფრო ეფექტიანად, უსაფრთხოდ და ერთი ფანჯრის პრინციპით განახორციელოს მაღალი ხარისხის ელექტრონული სერვისების მიწოდება, აგრეთვე ხელი შეუწყოს კერძო სექტორის მაქსიმალურ ჩართულობას საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ ეკონომიკის ზრდის პროცესში.

სტრატეგიის მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების, ხედვისა და მისიის შემუშავებაში, აგრეთვე სტრატეგიული ინტერვენციების დაგეგმვის პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი დაინტერესებული მხარეები როგორც სახელმწიფო, ისე არასამთავრობო და კერძო სექტორიდან.

გთხოვთ, აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით 2013 წლის 15 აგვისტომდე ელექტორნული ფოსტის მეშვეობით მოგვაწოდოთ შენიშვნები და კომენტარები. ელ. ფოსტა:
info@dea.gov.ge

დოკუმენტის ჩამოტვირთვა:

E-Georgia Strategy and Action Plan 2014-2018