დაძმობილების (TWINNING) პროექტი: ვორქშოპი - ელ. მმართველობის საკომუნიკაციო მეთოდები ევროკავშირში
03 ივლისი, 2013

საქართელოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტომ დაძმობილების (TWINNING) პროექტის ფარგლებში, 3 ივნისს სასტუმროში „შერატონ მეტეხი პალასი“ გამართა ვორქშოპი ევროკავშირის ქვეყნებში ელ.მმართველობის საკომუნიკაციო მეთოდებთან დაკავშირებით.

ღონისძება განკუთვნილი იყო სხვადასხვა სამთავრობო უწყებების კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერებისთვის, ასევე მედიის წარმომადგენლებისთვის. ვორქშოპის მიმდინარეობისას ევროკავშირის ექსპერტებმა კრისტიან რუპმა, გოტფრიდ მარჩკგოტმა და პო ვეინ ლიუმ მონაწილეებს გააცნეს ელ.მმართველობის საკითხების კომუნიკაციის პროცესში სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრის მეთოდები და კომუნიკაციის ინსტრუმენტები, რომლებიც გამოიყენება ავსტრიის ელექტრონული მმართველობის მხარდაჭერის პროცესში.

„დღევანდელი ღონისძიება ეხება ევროკავშირის დაძმობილების
(TWINNING) პროექტის - ელ.მმართველობის გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში - საკომუნიკაციო ნაწილს. ამ მიმართულებით ეს არის ჩვენი პირველი ღონისძიება საქართველოში, როდესაც ვორქშოპს ვმართავთ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს ევროკავშირის ქვეყნებში აპრობირებული ელექტრონული მმართველობის საკომუნიკაციო მეთდების საქართველოში გამოყენების პროცესს.“ - ირაკლი გვენეტაძე, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე.