მსოფლიო ბანკის ჯგუფი და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ხელს უწყობენ ელექტრონული მთავრობის განვითარებას და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას
04 ივნისი, 2013

მსოფლიო ბანკის ჯგუფის საინვესტიციო გარემოს საკონსულტაციო პროგრამა და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ხელს უწყობენ რეგიონის ქვეყნებს, გამოიყენონ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები კონკურენტუნარიანი და სამართლიანი ბიზნესგარემოს შესაქმნელად და მთავრობასა და ბიზნესს შორის გამჭვირვალე ურთიერთობების დასამყარებლად.

მსოფლიო ბანკის ჯგუფმა და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უმასპინძლე სამუშაო შეხვედრას, რომელსაც 100-მდე წარმომადგენელი დაესწრ ევროპის, ცენტრალური და სამხრეთ აზიის, ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის 20-ზე მეტი ქვეყნიდან.

ღონისძიების გახსნას ესწრებოდა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელმაც მისასალმებელი სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას. შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიმართა მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი გვენეტაძემ, რომელმაც საქართველოში ელექტრონული მმართველობის განვითარების შესახებ გააკეთა პრეზენტაცია.

ღონისძიებაზე ასევე განიხილეს, თუ როგორ იყენებენ მთავრობები “ონლაინ” ინფორმაციის და მომსახურების მექანიზმებს (რომელსაც ჩვეულებრივ ელექტრონულ მთავრობას უწოდებენ). შეხვედრის მიზანია ბიზნესის წარმოების ხარჯების შემცირება, გამჭვირვალობის ამაღლება და სახელმწიფო სერვისებთან წვდომის გაუმჯობესება, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოებისთვის.

მონაწილეებმა ასევე განიხილეს, თუ როგორ უწყობს ხელს აღნიშნული ინოვაციები ეფექტიანობის ამაღლებას, ანგარიშვალდებულების და მომსახურების გაუმჯობესებას და სახელმწიფო სერვისების მასშტაბის გაფართოებას. შეხვედრის მონაწილეების ასევე განიხილავენ აღნიშნული მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვის გზებს საკუთარი ქვეყნების თავისებურებების გათვალისწინებით.

ღონისძიება ერთმანეთთან დააკავშირ რეგიონის ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლებ და პრაქტიკოსები, რომლებიც მონაწილეობენ საინვესტიციო გარემოს რეფორმირებაში და ელექტრონული მთავრობის სერვისების შემუშავებაში. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები და მსოფლიო ბანკის ჯგუფის სპეციალისტები. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ ელექტრონულ მმართველობაში აღიარებული ლიდერის - საქართველოს მთავრობის ინოვაციური ”ონლაინ” სერვისების მუშაობას. ისინი ასევე გაეცნენ საქართველოს გამოცდილებას საგადასახადო და საბაჟო სფეროებში დანერგილ ელექტრონულ მომსახურებებს.

შეხვედრა ავსტრიის ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.