სამუშაო შეხვედრა ელ. საქართველოს (e-Georgia) სტრატეგიულ დოკუმენტთან დაკავშირებით
23 მაისი, 2013

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტომ ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების (Twinning) პროექტის „ელექტრონული მმართველობის გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში სასტუმროში „შერატონ მეტეხი პალასი“ 21-22 მაისს გამართა სემინარს თემაზე - „ელექტრონული მმართველობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხილვა/შემუშავება“.

სემინარის მსვლელობისას მოწვეული აუდიტორია გაეცნოელ-მმართველობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიმდინარეობის პროცესს და დოკუმენტის ამ მომენტისათვის შემუშავებულ ვერსიას, ასევე მონაწილეობა მიიღო ჯგუფურ განხილვაში დოკუმენტის იმ ნაწილების შემუშავების მიზნით, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.


„დაძმობილების პროექტის ფარგლებში ეს იყო მნიშვნელოვანი სემინარი, რომლის საბოლოო მიზანია, ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილებისა და ქართული სინამდვილის გათვალისწინებით მოხდეს ელ-საქართველოს სტრატეგიული დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემდგომი დამუშავება ძირითად პარტნიორებთან დისკუსიისა და შეთანხმების საფუძველზე.“ - ირაკლი გვენეტაძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენოს თავმჯდომარე.


ელ-საქართველოს სტრატეგიულ დოკუმენტში ასახული იქნება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების, მათი გამოყენებისა და ინფორმაციული საზოგადოების ჩამოყალიბების მასტიმულირებელი აქტივობები. იდენტიფიცირებული იქნება ელ-მმართველობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების ჩამონათვალი, ბიზნესისა და საზოგადოებრივი სექტორის ჩართულობისა და საკანონმდებლო, მარეგულირებელი და ტექნიკური გარემოს საკითხები.