ტრენინგების ციკლი „კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების საფუძვლებში“
28 აპრილი, 2013

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო 2013 წლის ყოველი თვის შუა რიცხვებში ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერებისთვის გეგმავს ტრენინგების ციკლის ორგანიზებას „კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების საფუძვლებში“.

კურსი ეფუძნება
ENISA-ს მიერ შექმნილ სავარჯიშოებს, რომელიც მსმენელს გაუადვილებს კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების უნარებს.

კურსი შედგება შემდეგი მოდულებისგან:

·
CSIRT-ის ფუნქცია და მოვალეობები;
· ელექტრონული სამხილების შეგროვება;
· რეალური კომპიუტერული ინციდენტების იდენტიფიკაცია;
· ინციდენტებზე რეაგირების მეთოდები;
· რეალური ინციდენტების განხილვა;
· მავნე კოდის ანალიზი;
· კომპიუტერული ექსპერტიზა;
· შეღწევადობის ტესტირება და სუსტი წერტილების აღმოჩენა;
· ლაბორატორიული სამუშაოები.

კურსის მიზანია ორგანიზაციის პერსონალს გამოუმუშავდეს ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტებთან შესაბამისი მოპყრობის უნარ-ჩვევები, ასევე შეძლოს ინციდენტების ანალიზი.

კურსი განკუთვნილია ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცრებისთვის და ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის. კურსის ხანგრძლივობაა 5 დღე.

კურსის საფასური შეადგენს 650 ლარს.

კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ერთი თანამშრომლისთვის (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება #157- (2013 წლის 11 მარტი) კურსი არის უფასო.

გთხოვთ მოგვაწოდოთ იმ თანამშრომლის საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი გვარი, თანამდებობა, საკონტაქტო ტელეფონი და ელ.ფოსტის მისამართი), რომელიც არის ან იქნება თქვენი ორგანიზაციის ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი ან ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტი, რათა მას ჩაუტარდეს ზემოხსენებული ტრენინგი.

ტრენინგი ჩატარდება ჯგუფის დაკომპლექტების შემთხვევაში (12–15 კაცი) 2013 წლის დარჩენილი თვეების შუა რიცხვებში.