მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წარმომადგენლებმა ნატოს მიერ დაგეგმილ ტრენინგში ექსპერტის სტატუსით მიიღეს მონაწიეობა
18 აპრილი, 2013

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პოლიტიკის სამმართველოს წარმომადგენლებმა ნატოს პროგრამის - მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ფარგლებში გამართულ ტრენინგში ექსპერტის სტატუსით მიიღეს მონაწილეობა.

ტრეინინგი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, შუა აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის ინსტიტუტში გაიმართა. ტრენინგი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის - მაკედონიის სისტემური და ქსელის ადმინისტრატორებისთვის ჩატარდა და მოიცავდა 2 ძირითად მიმართულებას: კიბერ საფრთხეების და მათგან თავდაცვის ინსტიტუციონალური მიდგომების შემუშავება და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება.

მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წარმომადგენლების გარდა ტრენინგის პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობდნენ თურქი და კანადელი ექსპერტები.

ტრენინგის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
:  http://www.nato.int/cps/en/SID-04EC80BA-1B04DF68/natolive/news_99718.htm